Lelo.ge-ს ინფორმაციით, კლუბი გიორგი დარასელიამ დატოვა, ხოლო ამიერიდან გუნდს გიორგი შაშიაშვილი გაწვრთნის, რომელიც აქამდე მისი ასისტენტი იყო.
დარასელიას გუნდიდან წასვლა, სავარაუდოდ, გუნდის მიერ ბოლო დროს ნაჩვენებ შედეგებს უკავშირდება. ცნობისათვის, საქართველოს ჩემპიონატის ბოლო ტურში გუნდმა შინ 1:3 წააგო "ჩიხურასთან".
გიორგი შაშიაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. ადრე ის ქობულეთის "შუქურას" მთავარი მწვრთნელი იყო.