ეროვნული ლიგა. XXI ტურის წინ: ცენტრალური მატჩი "მესხზე", "ტორპედოს" შეხვედრა გადაიდო

AutoSharing Option
ფოტო: eliga.ge

დღეს 18 აგვისტოს ეროვნული ლიგის XXI ტურის ორი მატჩი გაიმართება.

ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურა" "რუსთავს" უმასპინძლებს. "ჩიხურა" ზედიზედ მე-4 მატჩის მოგებას შეეცდება, ხოლო "რუსთავს" 2 მატჩია ვერ მოუგია. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.

"დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" "სამტრედიას" უმასპინძლებს. "დინამომ" აქამდე ზედიზედ 5 მატჩი მოიგო, ხოლო "სამტრედიამ" ბოლო პირველი ტურის შეხვედრაში მოიგო, მას შემდეგ გუნდს არ მოუგია. გუნდებს შორის მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

ტურის დარჩენილი 1 მატჩი კვირას, 19 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება, სადაც ლიდერი "საბურთალო" გორის "დილას"
მიიღებს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია გაუშვა, ხოლო გორულ გუნდს წვრთნელთა სამკაციანი ჯგუფი, გიორგი შაშიაშვილის, ირაკლი მოდაბაძისა და რამაზ სოღოლაშვილის მოამზადებს. შეხვედრა 19:00 საათზე და პირდაპირი ტრანსლაცია "პირველ არხზე" განხორციელდება.

Eliga.ge-ს ინფორმაციით 20 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივს" შორის მატჩი გადადებულია. ხოლო რაც შეეხება "ტორპედოს" წინა ორ გადადებულ შეხვედრას, ტორპედო-დილა 7 სექტემბერს გაიმართება და რუსთავი-ტორპედო 12 სექტემბერს.

altეროვნული ლიგა. XXI ტური: "სიონმა" "კოლხეთს" ადვილად სძლია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ოღონდ ჯგუფში შევიდნენ და თუ გინდა სულ ნუ ითამაშებენ ეროვნულ ჩემპიონატში ამიერიდან ))))))
ირაკლი
20 აგვისტო 2018 12:10
0
Jgufshi rom shebidnen yvela tamashs gadaudeben? :-)
Vova
18 აგვისტო 2018 15:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული