ეროვნული ლიგა. XXI ტური: "დილამ" ჭკვიანურად და ორგანიზებულად ითამაშა და "საბურთალოს" ფრე გაუგორა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში ლიდერი "საბურთალო" "დილას" დაუზავდა - 0:0.

"დილას" ახალმა მწვრთნელმა სწორი სტრატეგია აირჩია, მეორე ნომრად ათამაშა თავისი გუნდი, პირველ ტაიმში ჩემპიონატის ლიდერს გასაქანი არ მისცა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

თამაშის სურათი შესვენების შემდეგაც არ შეცვლილა, ბევრი იყო ბრძოლა და ნაკლები სახიფათო შეტევები. "საბურთალო" დიდი ძალებით იერიშების მიტანას ერიდებოდა და მეტოქის შეცდომას ელოდებოდა.

ორი სახიფათო საჯარიმო შეასრულა "საბურთალოს" ნახევარმცველმა ვაგნერ გონსალვეშმა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

მოკლედ, მატჩი ლოგიკური 0:0-ით დასრულდა და ისიც გასათვალისწინებელია, რომ "დილას" წამყვანი
ფეხბურთელები დავით რაჟამაშვილი და მიკოლა კოვტალიუკი აკლდა.

ამ შეხვედრამ ეროვნული ლიგის ლიდერის ნაკლიც დაგვანახა, რომელმაც კარგად ორგანიზებული მოწინააღმდეგის დაცვისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა ვერ მოახერხა.

თბილისი. "მიხეილ მესხი".
საბურთალო - დილა 0:0

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, გიორგი კოხრეიძე (დავით თარგამაძე 75), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ვლადიმერ დვალიშვილი (დმიტრი ტატანაშვილი 82), ელვინ ტერა, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე (დავით ვოლკოვი 76), გიორგი რეხვიაშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დილა (4-2-1-3): ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე (კ) (ამოს ნონდი 90+2), გოგიტა გოგუა, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, პა ომარ ბაბუ (გურამ სამუშია 61), თორნიკე გრიგალაშვილი, ლეანდრო რიბეირო, გაირა ჯუფი (ისიფუ ლემპტი 80)

მთ. მწვრთნელი: რამაზ სოლოღაშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი თამაში იკო
მოშე$
13:00 27-08-2018
0
კოვტალიუკი სად ყავს გორის დილას ???
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული