კომედია: ფოთის კოლხეთიდან რობერტო ლანდიც წავიდა

AutoSharing Option
სულ რაღაც ერთი თვის წინ ფოთის "კოლხეთში" დანიშნულმა რობერტო ლანდიმ გუნდი დატოვა. ინფორმაცია კლუბის პრესატაშე გია ეჯიბიამ "ლელოს" დაუდასტურა.

"იტალიელმა სპეციალისტმა "კოლხეთი 1913" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. რობერტო ლანდის ნაცვლად, დროებით მთავარი მწვრთნელის პოსტზე მისი ასისტენტი ნუგზარ თვარაძე იმუშავებს", - ამბობს ეჯიბია.

ლანდი ფოთის "კოლხეთი 1913-ის" სპონსორმა, სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია lion building development-მა მასმედიას და გულშემატკივრებს რაგბის სტადიონ "პარკი არენაზე" 30 ივლისს წარუდგინა.

რა გახდა იტალიელის ფოთიდან ასე უეცარი წასვლის მიზეზი? ოფიციალურად ამაზე განუმარტებას არ აკეთებენ.

ერთ-ერთი ვერსიით, კლუბის ორი პარტნიორიდან
ერთმა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში "კოლხეთის" წარუმატებელი გამოსვლის გამო კლუბის დატოვება გადაწყვიტა და ლანდიც მასთან ერთად წავიდა. მაგრამ შესაძლოა, მან საქართველო არ დატოვოს და სხვა ქართულ კლუბში იმუშაოვოს, რომლის შეძენაც "კოლხეთის" ერთ-ერთ, აწ უკვე ყოფილ პარტნიორს სურს.

lelo.ge

altრობერტო ლანდი: ცოტა დრო მოგვეცით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ისევ დოდო თუ უშველის აბაშიძე)))
დათა
24 აგვისტო 2018 15:19
1
ტრაგიკომედია უფროა ეს ვიდრე კომედია
ბაჩო
24 აგვისტო 2018 10:24
0
ეს სულ თბილისის დინამოს ხრიკებია. ყველაფერს აკეთებენ ფოთის ჩასაძირად
ფოთელებო არ გვინდა შფოთი
24 აგვისტო 2018 13:00
2
ძოძუაშვილი კარგი ვარიანტი იყო ახლაც არ არის გვიან
თენგაბი
24 აგვისტო 2018 07:25
5
რატომ არის კომედია? ვისთვისაა ასე სასაცილო ეს ამბავი?
სილია
24 აგვისტო 2018 09:03
0
ტრაგიკომედია უფროა ეგ ძმობილო, ლანდის ლანდიც აღარ დარჩა კოლხეთში. ამით კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული ფეხბურთის მდგომარეობა და უსუსური მენეჯმენტი. სამწუხაროდ კობიაშვილი სიჭინავაზე უარესი მმართველი აღმოჩნდა.
gio
24 აგვისტო 2018 10:44
1
დაანებეთ უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანას თავი არ ვართ ჯერ მაგისთვის მზად! მიეცით საშუალება ქართვენ მწვრთნელებს მუშაობის და წარუმატებლობას კიდევ მარტო მწვრთნელებს ნუ აბრალებთ. ხელმძღვანელობასთან შეკრული ფეხბურთელები რომ ყიდიან თამაშებს ეგ მოაგვარეთ ჯერ! ფოთელი ხალხი და გულშემატკივარი ამას არ იმსახურებენ!!!
Dragonfly
24 აგვისტო 2018 14:59
0
დარასელია მიიყვანეთ უფრო ადვილად თუ გინდათ გავარდეთ! აი მაგალითად როგორც ზუგდიდი გააგდო და შარშან გორი გადაურჩა.
dragonfly
24 აგვისტო 2018 11:41
1
foti unda gaagdon, 6 kula tkuila ki ar chamoachren, aba samtredias xom ar gaagdeben kaladzis xatrit)))) mokled kvelafers ikadreben kolxeti, rom daziron, eg ukve didi xania natelia))))
qomagi
24 აგვისტო 2018 21:19
4
ალე.შტელინი რომელმაც დატოვა ფოტი უმაგლეს ლიგაში გაუშვენ მადლობაც არ უთკვიათ ეს არის უმადურობა
ZAMA
24 აგვისტო 2018 19:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული