ეროვნული ლიგა. XXII ტური: "ლოკომოტივმა" "ჩიხურა" 3:2 დაამარცხა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "ლოკომოტივმა" "ჩიხურას" 3:2 სძლია.

ორი მართლაც სიმპათიური გუნდის მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. დებიუტში ანგარიში მასპინძელთა ნახევარმცველმა კობახიძემ გახსნა, პირველი ტაიმის დასასრულს კი გაბედავამ თანაფარდობა აღადგინა - მან ჩემპიონატზე მე-13 გოლი გაიტანა.

შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესული სამურკასოვი ცენტრიდან გაიჭრა მეტოქის კარისაკენ, მაგრამ ბურთი ვერ დაიმორჩილა, მცველები წამოეწიენ და ხიფათი განმუხტეს. მერე კი კობახიძემ გაბაძის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მიწაზე დაუშვებლად დაარტყა, დუბლი მიითვალა და თავისი გუნდი ისევ დააწინაურა.

"ჩიხურამ" საპასუხოდ დიდი ძალებით შეუტია, "ლოკომ" სწრაფი კონტრშეტევა
განახორციელა და ინჯგიას პასით ჯიქიამ ანგარიში 3:1 გახადა.

"ჩიხურამ" მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხა - ბუღრიძე ფრთაზე გაიჭრა, ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კახაბრიშვილმა გაბაძეს დაასწრო და თევდორაძის კარი დალაშქრა.

კომპენსირებულ დროში ინჯგიამ ვერ გამოიყენა სტუმართა შეცდომა და მატჩიც დასრულდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - ჩიხურა 3:2
გოლები: 1:0 ოთარ კობახიძე (8), 1:1 გიორგი გაბედავა (41), 2:1 ოთარ კობახიძე (54), 3:1 დავით ჯიქია (77), 3:2 კახა კახაბრიშვილი (87)

ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (ირაკლი კომახიძე 88), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია, ზურიკო დავითაშვილი (დავით სამურკასოვი 46), ლუკა კიკაბიძე (რევაზ ინჯგია 70), უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), ოთარ კობახიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი (დემურ ჩიხლაძე 63), დავით მაისაშვილი (კახა კახაბრიშვილი 30), გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ლაშა ჩიკვაიძე (კ) (გიორგი ბუხაიძე 73), დავით მეგრელიშვილი, დენის დობლოვოლსკი, მიშიკო სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული