ეროვნული ლიგა. XXII ტური: "დილასა" და "სიონის" დაძაბული მატჩი უგოლოდ დასრულდა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში "დილასა" და "სიონის" შეხვედრა 0:0 დასრულდა.

მატჩი ძალიან დაძაბული და შეიძლება ითქვას, ნერვული გამოდგა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში და მსაჯმა 87-ე წუთზე სტუმართა გუნდის კაპიტანი ლევან ხმალაძე გააძევა.

მასპინძლებმა ბოლოს გადამწყვეტი იერიშის მიტანა სცადეს მეტოქის კარზე, თუმცა კინაღამ გოლი იქით გაუშვეს - სწრაფი კონტრშეტევისას მახარობლიძე მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ მცველი ნონიკაშვილი დაეწია და განმუხტა ხიფათი.

მოკლედ, "სიონმა" ბოლო სამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ამ შეხვედრებში გოლი არ გაუშვია.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე".
დილა - სიონი
0:0

გაძევება: ლევან ხმალაძე (87)

დილა (4-2-3-1): ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გადრანი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე (კ), გოგიტა გოგუა (ნოდარ ქავთარაძე 75), ლევან ნონიკაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, გურამ სამუშია (დავით რაჟამაშვილი 46), ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი, გაირა ჯუფი (მიკოლა კოვტალიუკი 46)

მტ. მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

სიონი (4-2-3-1): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ლუკა ნოზაძე, ალექსანდრე კოშკაძე (გიორგი მიქაბერიძე 81), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე, სერგეი ტრეტიაკი (ბიძინა მახარობლიძე 46), ვილი ისიანი (გულვერდ თომაშვილი 90+2), გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ სუსტი და უსუსური თამაში ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს გასვითი თამაში იყო.ასე შორს ვერ წავალთ. დიდი სხვაობა არ ყოფილა დარასელიას და შაშიაშვილს შორის კიდევ ერთი გაუაზრებელი თამაში ვიხილეთ. ესენი ერთად მუშაობდნენ გასაკვირიც არაფერია რამის შეცვლს რომ შეძლებოდათ ერთადაც შეცვლიდნენ.ნამდვილად მეტს ველოდი თუმცა......
Dragonfly
11:08 28-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული