ანგარიში 27-ე წუთზე ლობჟანიძემ გახსნა, რომელმაც დავითაშვილის ნაკუთხურალ ბურთს თავით კუპატაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. 42-ე წუთზე კი "საბურთალომ" საპასუხო გოლი გაიტანა - ბურთისათვის ბრძოლაში საკუთარ საჯარიმოში ჯიქიამ კოხრეიძე წააქცია და თერთმეტმეტრიანი თავად დაზარალებულმა გამოიყენა. შესვენებაზე გასვლის წინ "ლოკომოტივის" მეკარე თევდორაძემ შეცდომა დაუშვა, რომელიც დავით ვოლკოვმა ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ტემპი დაეცა, რაც "ლოკომოტივს" აძლევდა ხელს, მომენტები იშვიათად იქმნებოდა, თამაში ნაკლებად სანახაობრივი გახდა. თუმცა, "საბურთალომ" კლასის ხარჯზე მაინც მოახერხა გამარჯვების
თბილისი. "მიხეილ მესხი".
საბურთალო - ლოკომოტივი 2:1
გოლები: 0:1 უჩა ლობჟანიძე (27), 1:1 გიორგი კოხრეიძე (42, პენ), 2:1 დავით ვოლკოვი (80)
საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია (ლუკა ლაკვეხელიანი 46), დავით ვოლკოვი, გიორგი კოხრეიძე (დიმიტრი ტატანაშვილი 71), გრიგოლ ჩაბრაძე, ელვინ ტერა (სანდრო ალთუნაშვილი 66), თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი რეხვიაშვილი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ლოკომოტივი (4-2-3-1): რევაზ თევდორაძე, ნიკა ჭანტურია, დავით ჯიქია (რატი არდაზიშვილი 83)., თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (თორნიკე ძებნიაური 67), ზურიკო დავითაშვილი, უჩა ლობჟანიძე, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (რევაზ ინჯგია 60), ოთარ კობახიძე
მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი