გაგიკვირდებათ და "დინამომ" "სიონი" თამაშით ვერ დაჯაბნა და მატჩი ლოგიკურად უგოლოდ დასრულდა.
მოკლედ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს და თუ ასე გააგრძელა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი რიგითი გუნდი გახდება.
რაც შეეხება "სიონს", უკანასკნელ შეხვედრებში თავგანწირულად იბრძვის და პროგრესი სახეზეა.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სიონი - დინამო 0:0
სიონი (4-1-2-3): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე (ბიძინა მახარობლიძე 78), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე (ლუკა ნოზაძე 90+2), სერგეი
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
დინამო (4-3-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 64), აკაკი შულაია, დიმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 77), ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია (მიხეილ ერგემლიძე 77), ნიკა ნინუა
მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა