ეროვნული ლიგა. XXV ტური: "სიონი" - "დინამო" 0:0 - "დინამო" თანდათან პოზიციებს თმობს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 25-ე ტურში "სიონი" "დინამოს" დაუზავდა (0:0).

გაგიკვირდებათ და "დინამომ" "სიონი" თამაშით ვერ დაჯაბნა და მატჩი ლოგიკურად უგოლოდ დასრულდა.

მოკლედ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს და თუ ასე გააგრძელა, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი რიგითი გუნდი გახდება.

რაც შეეხება "სიონს", უკანასკნელ შეხვედრებში თავგანწირულად იბრძვის და პროგრესი სახეზეა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
სიონი - დინამო 0:0

სიონი (4-1-2-3): თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე (ბიძინა მახარობლიძე 78), ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე (ლუკა ნოზაძე 90+2), სერგეი
ტრეტიაკი (ლაშა ლეჟავა 90+1), ვილი ისიანი, გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

დინამო (4-3-3-1): სტეფან სიკაჩი, გუჯა რუხაია, ლაშა თოთაძე (კ), ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი კუცია, ბუდუ ზივზივაძე (მათე ვაწაძე 64), აკაკი შულაია, დიმიტრო ივანისენია (ბაქარ ქარდავა 77), ლევან ხარაბაძე, ლევან შენგელია (მიხეილ ერგემლიძე 77), ნიკა ნინუა

მთ. მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა 
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ დღესაც მოვესწარით, დინამო საშუალო გუნდია საქართველოს ჩემპიონატში...
sandro
00:55 24-09-2018
2
იმ გზით, რომლითაც დინამოს ხელმძვანელობას კლუბი მიჰყავს, ეს ლოგიკურია. თუ არაფერი შეცვლება უარესსაც უნდა ველოდოთ.
გიზოგ
10:29 24-09-2018
0

სიახლეები პოპულარული