ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს

AutoSharing Option
24 სექტემბერს საჩხერეში, "ცენტრალურზე" "ჩიხურამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ორივე გოლის ავტორი გიორგი გაბედავა გახდა, რომელმაც მეტოქის კარი 56-ე და 86-ე წუთებზე დალაშქრა. გაბედავამ უკვე 15 გოლი გაიტანა ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად ლიდერობს.

ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" 4-მატჩიანი წარუმატებელი სერია შეწყვიტა. ბოლო 4 შეხვედრაში საჩხერელებმა 3 წააგეს და 1 ფრედ ითამაშეს. ამ დროისთვის "ჩიხურას" 41 ქულა აქვს, ხოლო "სამტრედიას" - 13. სამტრედიელებმა უკვე ზედიზედ მესამე მატჩი წააგეს, ხოლო გიორგი დარასელიას ხელმძღვანელობით, რიგით მეორე.

დარასელიას
ახალ გუნდში ნამდვილად ცუდი სტარტი აქვს - ორ მატჩში ორი მარცხი.

საჩხერე. ცენტრალური. XXV ტური
ჩიხურა-სამტრედია 2:0
გოლი: 2:0 გიორგი გაბედავა (56, 86)

ჩიხურა. 4-4-2: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, ბაქარ მირცხულავა, თეიმურაზ მარკოზაშვილი (დემურ ჩიხლაძე 82), გიორგი გაბედავა, ირაკლი ლექვთაძე (მიშიკო სარდალიშვილი 54), ირაკლი ბუღრიძე (კახა კახაბრიშვილი 86), ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე (კ), დავით მეგრელიშვილი, დენის დობროვოლსკი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია. 4-2-3-1: დავით კუპატაძე, გიორგი გურული, იგორ კოშმანი (ანატოლი მესიაჩენკო 46), ბექა ტუღუში, მიხაილ გორელიშვილი (გიორგი ერისთავი 57), ჯაბა ლიპარტია, შოთა კერძევაძე, ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია, ჯემალ გოგიაშვილი (კ), ზაურ ხაბეიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული