ორივე გუნდმა უკანასკნელ ტურებში ძალიან მოუმატა, თუმცა მათი შეხვედრა დაძაბული ვერ გამოვიდა, რადგან მასპინძლებმა ადვილად გაიმარჯვეს.
"ტორპედო" უპირატესობას ფლობდა და პირველ ტაიმში დაწინაურდა კიდეც - მარცხენა ფლნგიდან მარინმა განივი გადაცემა გააკეთა, ბოლნისელთა მცველებმა ვერ ივარგეს და ვეტერანმა დოლიძემ ბურთს ზარქუას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
58-ე წუთზე კუტალიამ საჯარიმოს გარედან ზუსტად დაურტყა და 2:0, ხოლო ცოტა ხანში დოლიძის პასით კაპანაძემ მესამედ დაამწუხრა სტუმრები.
მოკლედ "ტორპედო" ჩინებულად ათამაშდა და კარგი იქნებოდა
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - სიონი 3:0
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (34), 2:0 ლევან კუტალია (58), 3:0 თორნიკე კაპანაძე (64)
ტორპედო (4-2-3-1), როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი (კ), გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, გრიგოლ დოლიძე (არფანგ დაფე 79), მარეკ ჰლინკა, მერაბ გიგაური (გიორგი კუხიანიძე 59), თორნიკე კაპანაძე (მილოშ ლაჩნი 64), ლევან კუტალია
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
სიონი: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ლუკა ნოზაძე, ვაჟა ქიქავა (ზვიად სიხარულია 68), ალექსანდრე კოშკაძე, ლევან ხმალაძე (კ), დათო კირკიტაძე (გიორგი მიქაბერიძე 87), გურამ გიორბელიძე, სერგეი ტრეტიაკი (ლაშა ლეჟავა 52), ვილი ისიანი
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე