ანგარიშის გახსნის საშუალება მასპინძლებს 24-ე წუთზე მიეცათ, თუმცა ლევან ხმალაძემ პენალტიდან ვერ გაიტანა, ხოლო დაახლოებით 10 წუთში მეტოქე გამოუყენებელი მომენტის გამო ირაკლი ბუღრიძემ დასაჯა და სტუმრები წინ გაიყვანა.
მეორე ტაიმში შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს წარმატებით. მიშიკო სარდალიშვილმა საგოლე გადაცემა კახა კახაბრიშვილს გაუკეთა, რომელმაც სხვაობა ორამდე გაზარდა. თუმცა 3 წუთში ლაშა ლეჟავამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.
"სიონი" უკვე 6 მატჩია ვერ იგებს.
თბილისი. მიხეილ მესხი
სიონი-ჩიხურა 1:2
გოლი: 0:1 ირაკლი ბუღრიძე (35), 0:2 კახა კახაბრიშვილი (70), 1:2 ლაშა ლეჟავა (73)
სიონი. 4-2-3-1: თორნიკე ზარქუა, გურამ მინდორაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ალექსანდრე გურეშიძე, ალექსანდრე კოშკაძე (ლაშა მანაგაძე 81), ლევან ხმალაძე, დათო კირკიტაძე, გიორგი მიქაბერიძე (ლაშა ლეჟავა 71), ვილი ისიანი (ბიძინა მახარობლიძე 56), გიორგი დათუნაიშვილი, გურამ გიორბელიძე
მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
ჩიხურა. 4-1-2-3: დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე (დავით იონანიძე 80), ლევან კაკუბავა, დემურ ჩიხლაძე (მიშიკო სარდალიშვილი), ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი (კახა კხაბრიშვილი 69), დენის დობროვოლსკი
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე