ეროვნული ლიგა. XXVII ტური: "სამტრედიამ" იყოჩაღა და "საბურთალოს" ფრე გაუგორა

AutoSharing Option
1 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 26-ე ტურში ერთ-ერთმა აუტსაიდერმა "სამტრედიამ" ლიდერ "საბურთალოს" ქულები აართვა - 1:1.

მატჩი მეტად და მეტად თვალსასეირო გამოდგა, ორივე გუნდმა ლამაზად ითამაშა, რაც ეროვნული ლიგისათვის ერთობ იშვიათი მოვლენაა. ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა ვაგნერ გონსალვეშმა შესანიშნავად შესრულებული საჯარიმოთი გახსნა.

შესვენების შემდეგ "სამტრედია" გააქტიურდა, მამასახლისმა შორიდან დარტყმით ლაზარე კუპატაძის კარის ცხრიანი დალაშქრა, მერე ფატიჩის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ამის შემდეგ უპირატესობას ისევ "საბურთალო" დაუეფლა,
არაერთი იერიში მიიტანა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ლაკვეხელიანს გოლის გატანა მეკარემ არ დაანება და ლიდერი ყაიმს დაყაბულდა.

მოკლედ, "სამტრედიამ", რომელმაც მთელი სეზონის განმავლობაში თავი ვერაფრით ვერ წარმოაჩინა, ჩემპიონატის ლიდერთან კარგად ითამაშა და ქულა მოიპოვა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 ვაგნერ გონსალვეში (41), 1:1 ოლეგ მამასახლისი (50)

საბურთალო (4-4-1-1): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე (ლუკა ლაკვეხელიანი 58), გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, სანდრო ალთუნაშვილი (თორნიკე გორგიაშვილი 58), ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე (დავით ვოლკოვი 67), ვლადიმერ დვალიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

სამტრედია (4-5-1): დავით კუპატაძე, გიორგი გურული, რომან ჩაჩუა, ივან ფატიჩი, გიორგი ჯგერენაია, ოლეგ მამასახლისი, ბექა ტუღუში  (იგორ კოშმანი 46), გიორგი ერისთავი (ლაშა კუჭუხიძე 73), შოთა კერძევაძე (კ), ავთო ენდელაძე, მიხაილ გორელიშვილი (გიგლა ბურკაძე 89)

მთ. მწვრთნელი: გიორგი დარასელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული