"ოთახად გადაკეთებულ ავტოფარეხში დედასთან ერთად ცხოვრობდა" - რა ისტორიას იხსენებს ქართველი გულშემატკივარი გოგა ბითაძის შესახებ? [PHOTO]

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებულ სეზონს ატარებს. გოგამ "მეჯიქის" ძირითად ხუთეულში თავი დაიმკვიდრა და გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეც გახდა.

"იუთუბზე" მის შესახებ ქართველმა გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ის ჩემი მეზობელი იყო საქართველოში. ოთახად გადაკეთებულ ავტოფარეხში ცხოვრობდა დედასთან ერთად, ქუჩის სტადიონის გვერდით, რომელსაც ბავშვები ყოველთვის ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდნენ.

ყოველთვის, როცა სტადიონზე მივდიოდი ფეხბურთის სათამაშოდ, ის იქ იყო და გაუჩერებლად, საათობით ისროდა ბურთს გატეხილ კალათბურთის ფარში. ბავშვობიდან ბევრს შრომობდა, თუ ვინმე იმსახურებს წარმატებას კალათბურთში, ეს ის არის,
საოცრად ბედნიერი და ამაყი ვარ მისით" - ქართველი გულშემატკივარი გოგა ბითაძის ისტორიას იხსენებს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, ბითაძე NBA-ის დრაფტზე 2019 წელს, "ინდიანა პეისერსმა" პირველი რაუნდის მე-18 ნომრად აირჩია, 2023 წელს კი "ორლანდოს" შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში გოგა "მეჯიქის" რიგებში მოედანზე საშუალოდ 24.4 წუთს ატარებს, რა დროშიც 9.6 ქულას, 8.4 მოხსნასა და 2.0 შედეგიან პასს აგროვებს.

altბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხალხის სახელით რატომ ლაპარაკობ? საიდან ამდენი ამბიცია?!!:)))))))) ტალახაძემ და გენომ რა უნდა გააკეთონ რომ ხალხს თავი შეაძულონ?:))))))) ნაცები არ იგულისხმებით :))))))))))))
Pepelu
03:19 30-12-2024
5
ტრამპმა კანადის მომავალ პრემიერად, კანადელი ხოკეისტი უეინ გრეცკი დაასახელა. ამაზე რას იტყვით დავიღუპეთ ხალъხოო.
პოზიციას.
02:14 30-12-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული