ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ტორპედომ" გამოტოვებულ მატჩში "დილა" დაამარცხა

AutoSharing Option
3 ოქტომბერს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის გამოტოვებულ მატჩში "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე "დილას" 2:0 სძლია.

ანგარიში დებიუტში ლაჩნიმ გახსნა. მან ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს კი კუტალიამ ცონცაძის პასით მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი.

ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 მატჩში "ტორპედოს" გოლი არ გაუშვია.

სტუმართა გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარა ბომბარდირი კოვტალიუკი.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - დილა 2:0
გოლები: მილოშ ლაჩნი (6), 2:0 ლევან კუტალია (44)

ტორპედო (4-1-4-1), როინ კვასხვაძე (კ), დავით ხურცილავა, ოლეკსანდრ აზაცკი, გიორგი ქიმაძე (ლევან გეგეჭკორი 65),
ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია (მერაბ გიგაური 59), მილოშ ლაჩნი (თორნიკე კაპანაძე 80)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

დილა (4-1-2-3): ლუკა გუგეშაშვილი (კ), გიორგი გადრანი, გია ჩადუნელი, არჩილ კობერიძე, გიორგი კორიფაძე, ანზორ სუხიაშვილი (გაირა ჯუფი 46), ლუკა რაზმაძე (ისიფუ ლემპტი 68), ნოდარ ქავთარაძე, გოგიტა გოგუა (ამოს ნონდი 82), ლევან ნონიკაშვილი, ლეანდრო რიბეირო

მთ. მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული