თამაში მინდა! - "დილა"-"ტორპედოს" მატჩის დროს მოედანზე ძაღლი შევარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნული ლიგის 28-ე ტურის მატჩში მოედანზე ძაღლი შევარდა.

მატჩის 69-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, მოედანზე ძაღლი შევარდა და ჯერ მამუკა კობახიძესთან მივიდა, შემდეგ ნახევარი მოედანი გაირბინა და როინ კვასხვაძესთან მივიდა და ეთამაშებოდა.

სტიუარდებმა ძაღლი მოედნიდან ვერ გაიყვანეს და შემდეგ დავით ხურცილავამ თამაშ-თამაშით მოედნიდან გაიყვანა.

"პორველი არხის" კომენტატორებმა იხუმრებს კიდეც, ორივე გუნდი 10 ფეხბურთელით არის მოედანზე და ბარემ დაემატებაო. 33-ე წუთზე "ტორპედოს" მილოშ ლაჩნი გაუძევეს, ხოლო 34-ე წუთზე "დილა" გიორგი გადრანის გაძევების შემდეგ კაცნაკლული დარჩა.

ყოველ შემთხვევაში, ძაღლმა სტადიონზე მისული მაყურებელი აშკარად გაართო.

altეროვნული ლიგა, XXVIII ტური: გორში "დილა" და "ტორპედო" დაზავდნენ

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათი ფეხბურთის თამაშით ვერ ვერთობით და ძაღლმა მაინც გაგვართოს.
გიორგი
09 ოქტომბერი 2018 15:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული