შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა, ხოლო 5 წუთში უკვე დუბლი გაიფორმა.
გორელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მეორე ტაიმში მოახერხეს, გაირა ჯუფის პასით ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ "ჩიხურას" 50 ქულა გაუხდა და მესამე ადგილზე გადავიდა. ეს საჩხერელების ზედიზედ მესამე გამარჯვებაა ეროვნულ ლიგაში.
საჩხერე. ცენტრალური
ჩიხურა-დილა 2:1
გოლები: 1:0, 2:0 მიშიკო სარდალიშვილი (39, 44), 2:1 ნოდარ ქავთარაძე (63)
ჩიხურა. 4-4-2: დინო
დავით მაისაშვილი, გიორგი გაბედავა, კახა კახაბრიშვილი, ლევან კაკუბავა, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, მიშიკო სარდალიშვილი
მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დილა. 4-1-2-3: ლუკა გუგეშაშვილი, გია ჩადუნელი, ლუკა რაზმაძე, ნოდარ ქავთარაძე, დავით რაჟამაშვილი, ლევან ნონიკაშვილი, გიორგი კორიფაძე, მიკოლა კოვტალიუკი, ერიკს სანტოსი, ლეანდრო რიბეირო, ანზორ სუხიაშვილი
მთ. მწვრთნელი: რამაზ სოღოლაშვილი