ეროვნული ლიგა. XXXI ტური: კაცნაკლულმა "საბურთალომ" გაიმარჯვა და ჩემპიონობისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს ეროვნული ლიგის 31-ე ტურში "საბურთალომ" "რუსთავი" 2:1 დაამარცხა.

დებიუტში მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ, რის შემდეგაც კვირკველიამ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.

25-ე წუთზე ლაკვეხელიანი ნადარაიამ შეცვალა, რომელმაც 42-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.

მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, "საბურთალომ" მოახერხა გამარჯვების მოპოვება. ეგ კი არადა, 82-ე წუთზე დვალიშვილის მიერ თავით დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

მოკლედ, "საბურთალომ" 70 ქულა დააგროვა, უახლოეს მდევარს, "დინამოს" უკვე 8 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ძალიან ახლოსაა.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - რუსთავი 2:1
გოლები: 1:0 დავით
ვოლკოვი (6), 2:0 ვაგნერ გონსალვეში (10), 2:1 დავით კვირკველია (21)
გაძევება: ცოტნე ნადარაია (42), ოთარ მარცვალაძე (90+2)

საბურთალო (4-1-2-3): ლაზარე კუპატაძე (კ), ნოდარ იაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ლუკა ლაკვეხელიანი (ცოტნე ნადარაია 29), დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, ვაგნერ გონსალვეში, გიორგი დიასამიძე, გურამ გოშთელიანი (ვლადიმერ დვალიშვილი 66), დავით ვოლკოვი (გრიგოლ ჩაბრაძე 75)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

რუსთავი (4-1-2-3): კონსტანტინე სეფიაშვილი, დავით კვირკველია, ლუკა გადრანი, რაფაელ ჩუკვურა, გიორგი პაპავა (კ), ლუკა სილაგაძე, ირაკლი კლიმიაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია (ოთარ მარცვალაძე 82), ბექა ქავთარაძე, ელგუჯა ლობჯანიძე, ზაზა ციცქიშვილი (თემურ ჩოგაძე 67)

მთ. მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს საკლუბო ჰიმნი რემიქსი ქართული ინდუსტრიული "სვარკის" ფეხბურთის პატივისცემად უნდა ჩავთვალოთ. შეეფერება "მუსიკა" და ვიდეოს ხარისხი ეროვნულ ლიგას.
ლუკა
23:06 03-11-2018
2

სიახლეები პოპულარული