ეროვნული ლიგა. XXXIV ტური: ქუთაისში ჩემპიონი და თასის მფლობელი დაზავდნენ

AutoSharing Option
დღეს, 30 ნოემბერს, ეროვნული ლიგის 34-ე ტურში "ტორპედოსა" და "საბურთალოს" მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩის დაწყების წინ მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო კორიდორი გაუკეთეს, ასევე მოიქცნენ სტუმრებიც, რომლებმაც მასპინძლებს თასის მოგება მიულოცეს. თამაშში კი ფეხბურთელებს ხელს ძლიერი ქარი უშლიდა.

"ტორპედო" უპირატესობას ფლობდა, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

"ტორპედო" აგერ უკვე 18 მატჩია დაუმარცხებელია, კვასხვაძემ კი ამ სეზონში 17 შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - საბურთალო 0:0

ტორპედო (4-1-4-1): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე (გლეოფილო
ჰასელბაინკი 76), ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე, არფანგ დაფე (ლევან კუტალია 66), გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე (მარეკ ჰლინკა 80), მერაბ გიგაური, მილოშ ლაჩნი

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

საბურთალო (4-2-1-3): ლაზარე კუპატაძე (კ), გაგი მარგველაშვილი, ცოტნე ნადარაია, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი რეხვიაშვილი, ელვინ ტერა, გიორგი დიასამიძე (ბექა გვარაძე 60), დავით ვოლკოვი (გურამ გოშთელიანი 67), გიორგი კოხრეიძე, ვლადიმერ დვალიშვილი (სანდრო ალთუნაშვილი 73)

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთა ლიგაზე მაინც ჩააყენოს ვაისმა კვასხაძე ნაკრების კარში,თორემ რაც აქამდე მოვიპოვეთ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება.მარტო ჩაკვეტაძე ვერ მოიგებს თამაშს.




თბილისი
10:26 01-12-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული