კახა ჩხეტიანი: ძირითადი ბირთვი შენარჩუნდება - გაძლიერებაც იგეგმება

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ მოკლე რეზიუმე "ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა გააკეთა.

"ჩვენთვის, მწვრთნელებისთვის უკვე ახალი სეზონი დაიწყო, ფეხბურთელებმა კი ასეთი რთული სეზონის შემდეგ ცოტა უნდა დაისვენონ.

გუნდის ძირითადი ბირთვი აუცილებლად შენარჩუნდება. ფეხბურთელების დიდ ნაწილთან, ვისაც კონტრაქტი ეწურებოდა, მივაღწიეთ შეთანხმებას გახანგრძლივებაზე. ამასთანავე, იგეგმება გუნდის გაძლიერებაც.

"ლუდოგორეცმა" დაგვანახა, რომ ეს აუცილებლობაა. იქ, ევროპალიგის პლეი-ოფში სხვა დონეა... ვნახეთ ეს ყველაფერი და ვეცდებით, შემდეგ სეზონში ბევრად ძლიერი გუნდი ვიყოთ!

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს
და სეზონი წარმატებულად ჩაატარეს. მადლობა გულშემატკივარს, რომელიც ყველგან დაგვყვებოდა და გვერდში გვედგა. ასევე მადლობა მედიის წარმომადგენლებს," - განუცხადა ჩხეტიანმა კლუბის საიტს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Korumpirebuli
38

სიახლეები პოპულარული