ეროვნულმა ლიგამ IV წრის საუკეთესოები დაასახელა

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა.

ამასთან ერთად, საიტმა მეოთხე წრის სიმბოლური გუნდიც გამოაქვეყნა.

მეოთხე წრის საუკეთესო მწვრთნელი "საბურთალოს" თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი გახდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 9 მატჩიდან 5 მოიგო, ხოლო 4 ფრედ დაასრულა. საბურთალოელებმა ამ 9 მატჩში 16 გოლი გაიტანეს და 7 მიიღეს.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი შედეგი ჰქონდა კახა ჩხეტიანის "ტორპედოსაც", ხოლო ბურთების შეფარდება უკეთესიც კი - 22 გატანილი და 4 გაშვებული გოლი.

ეროვნული ლიგის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად "ტორპედოს" თავდამსხმელი
თორნიკე კაპანაძე
დასახელდა. კაპანაძემ მეოთხე წრის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6-ჯერ დალაშქა მეტოქეთა კარი.

ეროვნული ლიგი IV წრის სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

altეროვნული ლიგა. ბოლო ტური: "ჩიხურა" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე გავიდა, ბომბარდირებში ყაიმია

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული