ტაქტიკოსი, დირიჟორი, ოსტატი - ეროვნული ლიგის TOP 3 მწვრთნელი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
2018 წლის ეროვნული ლიგა დასრულდა და საკმაოდ დაძაბული სეზონი გამოვიდა. გთავაზობთ მიმდინარე სეზონის სამ საუკეთესო მწვრთნელს SPORTALL.GE-ს ვერსიით.

3. სოსო ფრუიძე - 19 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება
ეროვნული ლიგის დასაწყისში საჩხერის "ჩიხურას" შემადგენლობა ნამდვილად არ იძლეოდა იმის საფუძველს, რომ გუნდი მარათონის ბოლოს მე-4 ადგილზე აღმოჩნდებოდა. ამაში დიდი წვლილი, რა თქმა უნდა, გუნდის თავკაცს, სოსო ფრუიძეს ეკუთვნის.

თავიდანვე "ჩიხურას" შემადგენლობა ბევრ ისეთ გუნდზე სუსტად გამოიყურებოდა, რომლებიც ახლა საჩხერლების ქვემოთ არიან. ამის მიუხედავად, ფრუიძის შეგირდებმა მოახერხეს მთავარი მწვრთნელის დარიგებების შესრულება და
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვეს.

"ჩიხურა", სავარაუდოდ, ტრადიციულად თავს არ შეირცხვენს ევროთასებზე, ხოლო ფრუიძე თავის სამწვრთნელო ხარისხს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს.  

ეროვნული ლიგის კვალობაზე, საჩხერლები ზედმეტად კარგ დაცვას თამაშობდნენ - ერთ-ერთ საუკეთესოსაც კი, რისი შედეგიცაა დაგროვებული ქულები და მშრალად შენახული მატჩების რაოდენობა.

ამავდროულად, ფრუიძის ხელში შეტევაში ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჩამოყალიბდა: გიორგი გაბედავა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნულ ლიგაში - ის ბუდუ ზივზივაძესთან ერთად 22-22 გოლით ბომბარდირი გახდა და ირაკლი ბუღრიძე, რომელიც პერსპექტიულობის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეულია.

ალბათ, ფრუიძის გუნდის მთავარი პრობლემა ის არის, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთელთა გარკვეულ ნაწილს კარგავს. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ასე არ მოხდება და იმერულ კლუბს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექნება.

Sportall.Ge

2. კახა ჩხეტიანი - 20 მოგება, 9 ფრე, 7 წაგება
22-მატჩიანი წაუგებელი სერია - ეს ყველაფერზე მეტყველებს! ალბათ, ჩხეტიანი პირველ ადგილზეც იქნებოდა, ქუთაისელებს სეზონის პირველი ნახევარი რომ არ ჩაეგდოთ. ჩხეტიანის ხელში "ტორპედო" გუნდად ჩამოყალიბდა, რომელიც საკმაოდ სერიოზული ძალაა და ამ გადმოსახედიდან ჩანს, რომ მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.

ჩხეტიანის ხელში გუნდმა ისწავლა ბურთთან ურთიერთობა. მათ იციან, როგორ აკონტროლონ ის და გაუაზრებლად არ დაკარგონ. შემცირდა ინდივიდუალიზმი და აქცენტი გაკეთდა სწორ და დალაგებულ ფეხბურთზე, რაც ეროვნულ ლიგაში, ტექნიკური ფეხბურთელების რაოდენობიდან გამომდინარე, იშვიათი შემთხვევაა. დირიჟორის როლი კი კარგად მოარგო მათე ცინცაძეს. ამავდროულად, მასთან სრულ თანხვედრაში მოიყვანა სხვა ფეხბურთელებიც.

კიდევ ერთი პლუსი ფეხბურთელთა პოზიციონირებაა. მაგალითად, გიორგი ქიმაძე ორ სრულიად განსხვავებულ პოზიციაზე ათამაშა და არ შემცდარა. არც ლეგიონერებს მიანიჭა განსაკუთრებული უპირატესობა, მაგალითად, მარეკ გლინკას, რომელიც დასვა სკამზე და მასზე უკეთესად მოთამაშე მერაბ გიგაური დააბრუნა მოედანზე, იმ ფონზე, როცა სლოვაკს გაცილებით დიდი ფინანსური სარგებელი აქვს.

"ტორპედო" და მისი დამრიგებელი სწორ გზას ადგანან. ამავდროულად, გაძლიერების შემთხვევაში ეროვნული ლიგიდან გაფრენის შანსიც აქვს!

Sportall.Ge

1. გიორგი ჭიაბრიშვილი - 24 მოგება, 7 ფრე, 5 წაგება
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გუნდის განვითარებასთან. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად "საბურთალო" გაიზარდა და ეროვნული ლიგის საუკეთესო კლუბი გახდა. ჭიაბრიშვილის მიერ სწორად გაკეთებულმა აქცენტებმა თბილისელებს შეაძლებინა ის, რომ ყველა გუნდთან საუკეთესოები და გამორჩეულები ყოფილიყვნენ.

ჭიაბრიშვილის გუნდი ერთ რომელიმე კომპონენტში გამორჩეული არ ყოფილა. ეს იყო დაბალანსებული გუნდი, რომელიც თავის საუკეთესო კომპონენტს მეტოქის სუსტ წერტილთან ავლებდა. ჭიაბრიშვილმა მოიგო არა იმით, რომ ყველაზე კარგი გუნდი ჰყავდა, არამედ იმით, რომ მეტოქის მიხედვით არჩევდა ტაქტიკას, რასაც შესაბამისად, შედეგიც მოჰქონდა. იტყვით ალბათ, ყველა ეგრე აკეთებდაო, თუმცა არა! თუ დავაკვირდებით ეროვნული ლიგის გუნდების სათამაშო სქემებს, ხშირად ერთფეროვნება შეინიშნება, ხოლო "საბურთალოს" შემთხვევაში ასე არ იყო, რადგან მეტოქეზე მორგებული სათამაშო სქემით გამოდიოდნენ მოედანზე.

ჭიაბრიშვილმა მოიგო ლიგა და აჩვენა, რომ მიმდინარე სეზონში საუკეთესო იყო. მისთვის ევროთასები არახალია, მას გამოცდილება აქვს საერთაშორისო არენაზეც. ვნახოთ, როგორ იბურთავებს "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში. მას ჰყავს პერსპექტიული ფეხბურთელები, თუმცა გაცილებით მეტი დასჭირდება, რადგან თითოეული რგოლი სათანადოდ არის შესავსები.

Sportall.Ge

altპრემიები და საპრიზოები - რამდენი გამოიმუშავეს 2018 წელს კლუბებმა საქართველოში

მკითხველის კომენტარები / 2 /
სოსო ფრუიძე პირველზე უნდა იყოს...და არა მხოლოდ წელს. საუკეთესო მწვრთნელია დღევანდელ საქართველოში.
emigranti
22:36 21-12-2018
0
ეგ ევროტურნირებზე იკითხეთ რა ჩიტებიც ხართ
pepe
16:56 11-12-2018
5

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
2
1
1
0
2
4
2
0
2
0
0
2
2
0
0
2
-3
0