პატივი ეცით ჟურნალისტის საქმიანობას! - Sportall.ge-ს სოლიდარობა "აჭარასპორტის" ჟურნალისტს!

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა დასრულდა და ყველა ქართული სპორტული საიტი ცდილობს, შეაჯამოს და გააანალიზოს წელს ჩატარებული პირველობა. მათ შორის იყო "აჭარასპორტი", რომელმაც ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა. სიაში მოხვედრილი "სამტრედიის" ნახევარმცველი ბექა ტუღუში, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის მცდელობით, ჟურნალისტისგან სტატიის აღებას მოითხოვდა.

Sportall.ge გმობს ჟურნალისტის მიმართულებით განხორციელებულ მუქარას, ასევე, ჟურნალისტის თავისუფალ საქმიანობაში ჩარევის მცდელობას და მცდელობას, რაიმე სახით შეუშალოს ხელი მის საქმიანობას.

როდესაც ხარ ფეხბურთელი და თამაშობ საქართველოს ჩემპიონატში, უნ
და აცნობიერებდე იმას, რომ შენს თამაშს, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, აუცილებლად შეაფასებენ და უნდა გქონდეს ადეკვატური რეაქცია. ნებისმიერი მცდელობა, ამბის ქუჩურად გარჩევის, აკნინებს როგორც ქართულ ფეხბურთს, ისევე გუნდს, რომლის ღირსებასაც კონკრეტული ფეხბურთელი იცავს. გთავაზობთ "აჭარასპორტის" განცხადებას:

"11 დეკემბერს adjarasport.com-ზე ეროვნული ლიგის ანტისიმბოლური გუნდი გამოქვეყნდა. მასში ის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებმაც, რედაქციის მოსაზრებით, მიმდინარე სეზონი წარუმატებლად ჩაატარეს. ამ გუნდის ერთ-ერთი წევრი "სამტრედიის" შემტევი ნახევარმცველი ბექა ტუღუში გახდა.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ტუღუში გამოცემის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუკავშირდა, ჯერ სტატიის საიტიდან აღება მოსთხოვა, შემდეგ ჟურნალისტის უფლებების შეზღუდვას შეეცადა, ბოლოს კი მუქარის შემცველი ტექსტი მისწერა.

ჩვენი სარედაქციო კოლექტივი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს ყველა სპორტსმენს, თავი შეიკავოს არაპროფესიონალური, მუქარის შემცველი განცხადებებისგან. მსგავსი საუბრით, ისინი შეურაცხყოფას აყენებენ საკუთარ თავს, პროფესიას, რომელსაც ემსახურებიან, ქვეყანასა და გუნდს, რომლის რიგებშიც ირიცხებიან.

რედაქცია მოუწოდებს საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგასა და საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას", მიიღონ შესაბამისი ზომები, მხარი დაუჭირონ საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას".
მკითხველის კომენტარები / 11 /
ისე, თქვენც კარგი ოროსნები ხართ.
odala
10:21 13-12-2018
1
არავის უხარია ქვეყანაში ყველაზე უარესად გამოცხადება და ვფიქრობ, ასეთი რამე არც უნდა ხდებოდეს.ნამდვილად არა მგონია,რომ ბექა ტუღუში ყველაზე ცუდი ნახევარმცველი იყოს საქართველოში და საერთოდაც,შენ კარგი გამოარჩიე,თორემ უარესზე უარესი,ქვეყნად არ დაილევა.ტუღუშის საქციელი არ მოგწონთ და გასაგებია,მაგრამ ამ შემადგენლობის გამოცხადება,მათთვის,ვინც ამ სიაში მოახვედრეთ,შეურაცხმყოფელი არა გგონიათ?რასაც გასცემთ,იმას იღებთ საპასუხოდ,მით უმეტეს,რომ ძალიან ბევრი ტელე და რადიოჟურნალისტი,ასევე საიტი,მათ მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს და კრიტიკას,კიდევ უფრო აგრესიულად იღებენ,ან ბლოკავენ, ან ეთერს უწყვეტენ ოპონენტს.
იმედია არ დაბლოკავთ.
სოსო
11:00 13-12-2018
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული