"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლეგიონერებთან" - კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" სატრანსფერო სიახლეების შესახებ

AutoSharing Option
"ტორპედომ" გორის "დილას" ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე დაიმატა, ლევან კუტალიამ კი კლუბის სურვილის მიუხედავად კონტრაქტი გაეგრძელებინა, ქუთაისში დარჩენა არ ისურვა.

ჩვენ საქართველოს თასის მფლობელის მთავარ მწვრთნელ კახა ჩხეტიანს დავუკავშირდით და იმერული კლუბის სატრანსფერო სიახლეების შესახებ ვესაუბრეთ.

- ახალი სეზონისთვის ქუთაისის "ტორპედოს" პირველი შენაძენი ნოდარ ქავთარაძეა, რას გვეტყვით მის შესახებ?
- ეს ფეხბურთელი მოგვწონდა, ვფიქრობთ, რომ ჩვენს გუნდს გააძლიერებს, წაადგება და წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს.

- გუშინ გუნდი ლევან კუტალიამ დატოვა, "ტორპედოს" მისი შენარჩუნება სურდა, მაგრამ თავად წასვლა გადაწყვიტა. რა იყო ამის
მიზეზი და სად გააგრძელებს კარიერას?

- ფეხბურთელმა ისურვა შეეცვალა ატმოსფერო, გუნდი. ლევან კუტალიას მინდა მადლობა ვუთხრა გაწეული შრომისთვის და იმისთვის, რა წვლილიც შეიტანა მიღწეულ წარმატებაში, დანარჩენი, სად ითამაშებს მისი გადასაწყვეტია.

- უკრაინელ მცველ ოლექსანდრ აზაცკის "ტორპედოსთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, დარჩება გუნდში თუ დაბრუნდება ჩეხეთში?
- მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვცდილობთ, რომ მთლიანად გამოვისყიდოთ კონტრაქტი, თუ ეს არ მოხერხდა, ისევ იჯარის წესით გავიფორმებთ.

- თქვენს რიგებში ზაფხულის შემდეგ ირიცხება ჩინელი ლეგიონერი ინგაო ჯიანგი, რომელსაც "ტორპედოს" რიგებში არ უთამაშია, რა ხდება მასთან დაკავშირებით?
- იცით ჩვენი სპონსორები ვინ არიან, უბრალოდ, ვინც არ უნდა იყოს, თუ ვერ აჯობებს იმ ფეხბურთელებს, ვინც 18-კაციან განაცხადში არის, გამორიცხულია, ვერ ითამაშებს. იყო ჩვენთან სამი თვით, ხელფასის საკითხიც მისაღები იყო ჩვენთვის, არ იყო ისეთი, რომ კლუბისთვის რაიმე პრობლემა წარმოედგინა, ვერ დააკმაყოფილა კლუბის მოთხოვნები და ვემშვიდობებით.

- უახლოეს მომავალში კიდევ ახალი ტრანსფერების დადასტურებას უნდა ველოდოთ?
- აუცილებლად იქნება, ჩვენ კი არა, "ბარსელონა" და "რეალი" საჭიროებს გაძლიერებას. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც ქავთარაძის შესახებ შეიტყვეთ, ისევე შეიტყობთ ახალი ტრანსფერების შესახებაც.

- ეროვნული ლიგიდან თუ ლეგიონერებზეც არის საუბარი?
- ორივე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლეგიონერებთან, ისევე როგორც ეროვნულ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებთან, ვნახოთ რა გამოვა.

altქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს

altლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა - და "დინამოში" გადავა?

alt"ტორპედო", ევროპა ლიგა, საქართველოს ნაკრები - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან

მკითხველის კომენტარები / 3 /
წარმატებები ჩხეტო ჩემო მეგობარო
Dato mogeladze
01:16 22-12-2018
0
ფლანგის მცველები არის უკეთესი საჭირო
anti
18:21 21-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული