ქუთაისის "ტორპედო" ფეისბუქ-გვერდის საშუალებით გუნდიდან 29 წლის ნახევარმცველის ლევან კუტალიას წასვლას იუწყება.
"ლევან კუტალიას "ტორპედოსთან" კონტრაქტი ამოეწურა და მიუხედავად კლუბის სურვილისა, კონტრაქტი გახანგრძლივებულიყო, ფეხბურთელმა კარიერის სხვა კლუბში გაგრძელება გადაწყვიტა.
"ტორპედო" მადლობას უხდის კუტალიას ყველაფრისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
"ტორპედო" მადლობას უხდის კუტალიას ყველაფრისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
დაუდასტურებული ინფორმაცით, არაა გამორიცხული, კუტალიამ კარიერა თბილისის "დინამოში" გააგრძელოს.
მინდა მოგილოცო ქუთაისის ტორპედოს რიგების დატოვება და საქართველოს საფეხბურთო ფლაგმანის - თბილისის დინამოში გადმოსვლა. თქვენი გადაწყვეტილება დაგვიანებულადაც მეჩვენება. უფრო ადრეც უნდა მიგეღოთ ასეთი გადაწყვეტილება!.მართალია, თქვენ გულთბილად იხსენებთ ქუთაისელ გულშემატკივარს და მადლობასაც უხდით მათ, მაგრამ შეხედეთ რა ბოღმასა და ღვარძლს ანთხევენ თქვენი მისამართით.მათთვის მთავარია ტორპედო და სხვა არავინ და არაფერი.დარწმუნებული ვარ მათ საქართველოს არცერთი გუნდის წარმატება არ უხარიათ - მათ ბოღმა კლავთ. მე მინდა შემდგომი წარმატებები გისურვოთ კარიერაში!