"ჩიხურას" პრობლემები, მიზნები და ევროპა ლიგა - ინტერვიუ სოსო ფრუიძესთან

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურამ" ეროვნული ლიგის განვლილ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავა და ზაფხულში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

კლუბს საუკეთესო ბომბარდირი გიორგი გაბედავა დატოვებს და პოლონეთის ჩემპიონატში გააგრძელებს თამაშს.

Sportall.ge "ჩიხურას" მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს დავუკავშირდა და საჩხერული კლუბის შესახებ ესაუბრა.

- როგორ შეაფასებდით "ჩიხურას" მიერ ჩატარებულ ეროვნული ლიგის სეზონს? თქვენმა გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.

- დიდ წარმატებას და იმ ადგილს, რომელიც დავიკავეთ, არ მოველოდით. რა შედეგიც
დაიდო, ფეხბურთელების და ყველა იმ ადამიანის დიდი შრომის და თავდადების ფასადაა შესრულებული, ვინც "ჩიხურაშია" და თავს არ ზოგავდა.

- რის ხარჯზე ახერხებს კლუბი ბოლო წლებში მოწინავე პოზიციებზე ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელები მუდმივად მიდიან და მოდიან?
- მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მიზანს მივაღწიეთ და ევროტურნირებზე გავედით, ჩვენ გვაქვს გარკვეული პირობები, რომლის იქითაც ამ პირობების გაუმჯობესება არ შეგვიძლია. როდესაც ჩვენთან თამაშობენ ფეხბურთელები, წარმატებას აღწევენ, მათ მიმართ ინტერესი უფრო შეძლებული კლუბების მხრიდან იზრდება და მათ ვეღარ ვინარჩუნებთ, გვიხდება სხვისი ძებნა ქვედა ლიგაში, 19-წლამდელთა გუნდში.

- მომავალ სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებთ, როგორ შეაფასებთ შანსებს?
- საფიქრალი იმაზე კი არ გვაქვს ევროპა ლიგაზე როგორ გამოვიდეთ, იმაზე ვფიქრობთ, როგორ დავკომპლექტდეთ, რომ ეროვნული ლიგიდან არ გავვარდეთ, "საბურთალო" მშვენიერი გუნდია და იმატებენ კიდევ ლეგიონერებს, "ტორპედო" ძლიერდება, ვნახოთ "დინამო" რას იზამს.

- ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ეროვნული ლიგის ბომბარდირი გიორგი გაბედავა პოლონეთში გააგრძელებს კარიერას, როგორ შეძლებთ მის ჩანაცვლებას?
- სიმართლე გითხრათ, ამ ინფორმაციას პირველად თქვენგან ვგებულობ, გიორგის ეს ჩემთვის არ უთქვამს. გუნდში გაცხადებული გვაქვს, რომ თუ კი პირობებს გაიუმჯობესებენ და ოჯახებს მიხედავენ, რა თქმა უნდა, კარგია თუ ფეხბურთელი საზღვარგარეთ წავა. ეს სტიმული იქნება სხვებისთვის, ვინც გუნდში რჩება.

- ფეხბურთელისთვის შესაძლოა კარგია, თუ უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში წავა, მაგრამ გუნდმა როგორ უნდა მოახერხოს მისი დანაკლისის ანაზღაურება?
- კლუბში ჯერ არ არის გადაწყვეტილი რა ფინანსები გვექნება. ორი წელია "ჩიხურა" თავის თავს აფინანსებს ფონდიდან გამოყოფილი თანხით, ჯერ ჩამოყალიბებული არაფერია, ვერავის ველაპარაკებით. ყოველთვის ასე ხდება: რამდენიმე გუნდი, ვისაც აქვს შესაძლებლობა, გაძლიერდება და ვინც დარჩება იმათთან დავიწყებთ მოლაპარაკებას.

- ახალ სეზონში ფეხბურთელების დამატებას უნდა ველოდოთ?
- არიან გარკვეული მოთამაშეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენს გუნდში თამაშით, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ვერაფერს ვეუბნებით, ფეხბურთელი რომ მოდის, პირობები ხომ უნდა შესთავაზო, ხომ უნდა უთხრა, რა პირობებში ივარჯიშებს, რა ხელფასი ექნება? ჯერჯერობით ჩამოყალიბებული სიტუაცია არ არის. 5 იანვარამდე ყველაფერი გაირკვევა და ამის შემდეგ დაველაპარაკებით ფეხბურთელებს.

- ეროვნული ლიგის ახალ ფორმატზე რას იტყვით, ხელს უწყობს ეს კლუბებს თუ პირიქით?
- ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, იმ ფორმატზე გადართულები ვიყავით, პირველ წელიწადს ამ ფორმატმა ჩვენზე კარგად არ იმუშავა, თუმცა მაშინ ეს ჩვენი ბრალი იყო და სიტუაციაც გამოვასწორეთ. პირველი ეტაპი გადავლახეთ და "მარიბორის" გაგდებაც შეიძლებოდა.

დაძაბულობა ნამდვილად არის, ეროვნულ ლიგაშიც და ეროვნულ ლიგა 2-შიც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებს ვერ ვინარჩუნებთ, თბილისის "დინამოც", იგივე "საბურთალოს" ფეხბურთელებსაც არამგონია წასასვლელი გამოუჩნდეთ და საქართველოში დარჩნენ. ყელა წასვლაზე ფიქრობს, აქედან გამომდინარეა რომ კლასი და ოსტატობა არ მაღლდება, დანარჩენ სხვა პრობლემებთან ერთად.

- რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ფეხბურთელები მუდმივად წასვლაზე არ ფიქრობდნენ?
- პირველ რიგში ფეხბურთელმა ფეხბურთელად და მწვრთნელმა მწვრთნელად უნდა იგრძნოს თავი. ინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული, ფეხბურთელს მინდორზე გასვლა, განათების ქვეშ თამაში უნდა უხაროდეს, მაყურებელს სტადიონზე სიარული უნდა უნდოდეს. საწვრთნელი პროცესიც ნორმალურ პირობებში უნდა მიმდინარეობდეს. თუ დაინტერესდებიან ბიზნესმენები, კლუბებს კერძო მესაკუთრეები გამოუჩნდებიან, ფეხბურთელიც წასვლაზე არ იფიქრებს.

- "ჩიხურას" მთავარი პრობლემა რა არის?
- მხოლოდ ფინანსები არ არის. მარტივი რამე ვთქვათ: ფორმატი აკადემიაშიც შეიცვალა, პირველი წრის შემდეგ 18-წლამდელები ამთავრებენ სკოლას და თითქმის ყველა უნივერსიტეტში აბარებს. საჩხერეში კი უნივერსიტეტები არ გვაქვს, წელს ჩვენ 22 ბავშვიდან 20-მა ჩააბარა, საიდან უნდა მოვიყვანოთ საჩხერეში 20 ფეხბურთელი? შემდეგ პატარების გუნდიდან ამოგვყავს, ვაჩქარებთ და მათ რამდენიმე თამაშის ჩატარება უწევთ. ეს ჩვენისთანა რაიონებისთვის დიდი პრობლემაა.

ადგილობრივ კადრებს ვერ ვინარჩუნებთ. სათამაშო მოედანი არ გვაქვს შესაფერისი, მინდორი დასაგებია და ფედერაცია აკეთებს, ყველაზე უკეთეს ვარიანტში მესამე წრეში შეიძლება მოედანზე შესვლა მოვახერხოთ. ინფრასტრუქტურა ყველაზე მნიშვნელოვანია.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების შესახებ რას გვეტყვით?
- მაქსიმუმი გააკეთეს და მთავარი მიზანი შეასრულეს, იყო ჩავარდნილი თამაში, მაგრამ პირველი ადგილი დაკავებულია. რაც შეეხება, ბელარუსთან თამაშს, აშკარად ჩვენი შემადგენლობა უფრო პერსპექტიული და ახალგაზრდულია. შეიძლება მათი ბარიერის გადალახვა. საკვალიფიკაციო ეტაპი კი ადვილი არ იქნება, ირლანდიასთან თამაში ყოველთვის გვიჭირს, მთავარია, რამდენად ექნებათ ჩვენს ბიჭებს სათამაშო პრაქტიკა.

- ბოლო თამაშებში საქართველოს ნაკრებს ფორვარდები ტრავმირებული ჰყავდა, როგორ ფიქრობთ გიორგი გაბედავას შანსი უნდა მისცემოდა თუ არა და ზოგადად ნაკრების ხელმძღვანელობა უნდა აქცევდეს თუ არა ეროვნულ ლიგას მეტ ყურადღებას?
- რთული კითხვაა, ალბათ ვაისი ვერ ენდო სხვა ფეხბურთელს და ცვლილებების შეტანა არ გარისკა, მაგრამ ანდორასთან გადახალისებული შემადგენლობით გავედით და შეიძლებოდა იგივე გაბედავას გამოყვანა. თუ კი არის ამის საშუალება, ძალიან კარგია, როდესაც ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელები ნაკრებში თამაშობენ. თუმცა ვაისი იმ გამოცდილ ხალხს ენდო, რომლებიც მის განკარგულებაში იქამდეც იყვნენ.

altგეგმები, თავდამსხმელი სერია A-დან, ჩემპიონთა ლიგა - ინტერვიუ გია ჭიაბრიშვილთან

alt"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლეგიონერებთან" - კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" სატრანსფერო სიახლეების შესახებ

alt"ტორპედო", ევროპა ლიგა, საქართველოს ნაკრები - ინტერვიუ კახა ჩხეტიანთან

მკითხველის კომენტარები / 7 /
ტვიტ პრეზინდეტი იცავს ბუჰულიჰი მეტი კრისჰას ინატრებს ვინმე?
sahxerski
12:49 11-01-2019
0
ეს კაცი მინიმალური რესურსით აღწევს შედეგს, გინდა ე-ლიგაში და გინდ ევროპის საკვალიფიკაციოზე. მეტი ყურადღება ჭირდება, პირველი ტრენერია დღესდღეობით საქართველოში, ვინმემ პროპორცია რო დათვალოს რა გუნდით გავიდა ევროპაზე, ალბათ იგივეა რაც ჩემპიონობა. ყოველ წელს კარგავს მნიშვნელოვან ფეხბურთელებს და მაინც შედეგს დებს. მეტი რესურსი ჭირდება უკეთესი შედეგისთვის. სირცხვილია ვიღაცები რაებს წერთ, გონზე არ ხართ, სირცხვილი თქვენ
fani
16:29 27-12-2018
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
26
16
4
6
23
52
25
16
3
6
28
51
25
11
5
8
8
38
26
7
10
9
3
31
26
7
8
11
-11
29
26
7
6
13
-11
27
27
7
6
14
-35
27
26
4
5
17
-21
17