თბილისის "დინამოს" საიტი 29 წლის ნახევარმცველ ლევან კუტალიასთან ერთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებას იუწყება.
"ჩვენს კლუბს 29 წლის შემტევი - ლევან კუტალია შეუერთდა. მან დინამოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კუტალიამ საფეხბურთო კარიერა ზუგდიდში დაიწყო, რის შემდეგაც რამდენიმე სეზონი ბოსნიურ სლავიასა და ზრინსკიში გაატარა. საქართველოში დაბუნების შემდეგ კი ზუგდიდის, ზესტაფონის, შუქურას, მერანის და ბოლოს ტორპედოს ღირსებას იცავდა", - წერს საიტი.