ლევან კუტალიამ "ტორპედოს" დატოვების მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ლევან კუტალიამ "ტორპედო" დატოვა და სავარაუდოდ თბილისის "დინამოში" გააგრძელებს კარიერას. გუნდის გამოცვლის მიზეზზე მან საკუთარი ფეისბუქით იუწყა.

"მიუხედავად ამდენი უარყოფითი გამოხმაურებისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს, "ტორპედოს" პერსონალს, სამწვრნელო შტაბს და კახა ჩხეტიანს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ტორპედოს" ნამდვილ გულშემატკივრებს, რომელთაგანაც ძალიან დიდ სითბოსა და დაფასებას ვგრნობდი ყოველთვის.

ამ კლუბთან ერთად ყველა ტიტული მოვიგე და აქ გატარებული წლები ყოველთვის კარგად გამახსენდება. უბრალოდ, მოვიდა დრო, კარიერაში ახალი გამოწვევები მიმეღო. ჩემთვის რთული იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი მომავლისთვის სწორი
გადაწყვეტილება მივიღე".
მკითხველის კომენტარები / 9 /
რაც შეეხება შენგელიას დინამომდე იყო მაგარი რასაც ქვია და მიტომაც წაიყვანა დინამომ. ასე რო ქუთაიშიც მაგარი იყო რამაზ შენგელია და სადაც არუნდა ეთამაშა იქაც მაგარი იქნებოდა არც მეტრეველი იყო თავიდან დინმამოში ეგკიარა როგორც ამბობენ დაიწუნეს კიდეც თავის დროზე არადა მეტრეველი ვინც იყო და რა დონეც მთელმა მსოფლიომ ნახა.რაც შეეხება კუტალიას წავიდა ეს კაცი იქ სადაც უნდოდა და ამის გულისთვის შეურაწყოფის მიყენება არ შეიძლება ადამიანზე.
zaza
21:35 22-12-2018
0
ჩამოყალიბებული ფეხბურთლელი ეხლანდელ დინამოს არ იოცნებებს,ეს ესააა და ვინც იყო დინამოში ყელა გულგატეხილი წამოვიდა და კუტალიას არასწორ გადაწყვეტილებას(დინამოში გადასვლით) ნუ ამართლებთ.
კუტალიას ადგილი აღარ იყო ამ ფორმაციის ტორპედოში და კუტალიას წასვლა გარდაუალი იყო მაგრამ დინამოში არ უნდა წასულიყო.

ქუთაისში სულ სხვანაირად ვუყურებთ და გვიყვარს ფეხბურთი და სულ სხვანაირად ვაფასებთ და გვიყვარს ფეხბურთელები.

P.Sნუ მე ჩემი აზრი მაქ და ჩემი შეხედულება.

ხო.კიდე რაც შეეხება ვარსკვლავად გახდომას , ქუთაისშიც შეიძლებოდა გამხდარიყო შენგელია ვარსკვლავი და შეიძლებოდა უკეთესიც ;)
ლაშა
19:48 22-12-2018
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული