ბოლნისის "სიონი" თავისი ფეისბუქის გვერდით იუწყება, რომ გუნდი ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს.
"კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს მცველმა გულვერდ თომაშვილმა, ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ და თავდამსხმელმა ჯაბა უგულავამ.
შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთან", - იტყობინება "სიონი".
შეთანხმება მიღწეულია თორნიკე ზარქუასთან, ზვიად სიხარულიასთან და ლაშა ლეჟავასთან", - იტყობინება "სიონი".
გიორგი დათუნაიშვილს და გურამ მინდორაშვილს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურათ, მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვეს და მათ გუნდი დატოვეს.