ქუთაისის "ტორპედომ" 25 წლის მონტენეგროელი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" მონტენეგროელი ფეხბურთელი ნიკოლა სტიეპოვიჩი დაიმატა. ამის შესახებ კლუბმა "ფეისბუქზე" დაწერა.

ნიკოლა სტიეპოვიჩი 25 წლის მარცხენა მცველია და ქუთაისის "ტორპედოსთან" 2-წლიანი (1+1 სისტემით) კონტრაქტი გააფორმა.

2018/19 წლების სეზონის პირველი ნახევარი სტიეპოვიჩმა ალბანურ "კასტრიოტიში" გაატარა, სადაც 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მანამდე კი, 2010-დან 2017 წლის ჩათვლით, "სუტიესკას" ღირსებას იცავდა. ამ პერიოდში ის ორჯერ გახდა მონტენეგროს ჩემპიონი, ერთხელ კი ქვეყნის თასიც მოიგო. გარდა ამისა, იყო მონტენეგროს 21-წლამდელთა ნაკრების წევრიც.

"ტორპედო" ახალი სეზონისთვის მზადებას 9 იანვარს
დაიწყებს. "ტორპედოს" ცნობით, მონტენეგროელი მცველი საქართველოშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალიდანვე შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ტორპედომ" უკვე მეორე ფეხბურთელი დაიმატა. ქუთათურების პირველი ახალწვეული გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელი ნოდარ ქავთარაძე გახდა.

alt"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა

altთორნიკე კაპანაძემ ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

altლევან კუტალიამ "ტორპედოს" დატოვების მიზეზი განმარტა

alt"მოლაპარაკებები მიმდინარეობს ლეგიონერებთან" - კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" სატრანსფერო სიახლეების შესახებ

altქუთაისის "ტორპედოს" პირველი ახალწვეული ჰყავს

მკითხველის კომენტარები / 2 /
კიკა, ეს თუ მდარე ხარისხის ლეგიონერია, უბრალოდ ძალიან მაინტერესებს ვის ხილვას ისურვებდი ტორპედოში. იქნებ დაასახელო ფეხბურთელები და ასევე მათი მინიმალური მოთხოვნები რომლებიც თანხვედრაშია ქართულ კლუბთან.
6
მორიგი მდარე ლეგიონერი. ასეთი ალმათ 100 მაინც მოიძებნება ჩვენში!
kika
18:04 08-01-2019
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული