გორის "დილას" მწვრთნელად 37 წლის გიორგი დეკანოსიძე დანიშნეს.
ის გასულ სეზონში "თელავს" ედგა სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი საქართველოს თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა, სადაც "ტორპედოსთან" დამარცხდა, ეროვნულ ლიგა 2-ში კი მე-5 ადგილი დაიკავა.
ის ადრე "დილას" მწვრთნელის ასისტენტი, ხოლო შემდეგ მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო.