ხარაბაძე "ციურიხში", ესპანელი ლეგიონერები, ჩისკო - ვინ მიდის და მოდის "დინამოში"?

AutoSharing Option
ესპანელი შემტევი ფრან კარბია დღეს, 10 იანვარს თბილისის "დინამოში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის - ამის შესახებ Sportall.ge-ს საქართველოს ვიცე-ჩემპიონის პრესსამსახურმა განუცხადა.

კლუბი სხვა პოზიციებზეც გაძლიერდება - "დინამოში" უცხოელ ფეხბურთელებს, მათ შორის, ესპანელ ლეგიონერებს ელოდებიან. საუბარია უცხოელი მეკარის, მცველის და ნახევარმცველის დამატებაზე.

თბილისურ კლუბში უარყოფენ ინფორმაციას, რომ "დინამო" მოლაპარაკებებს "ჩიხურას" მეკარე დინო ზამზიჩთან და გიორგი ლორიასთან აწარმოებს.

თბილისელთა პრესსამსახურში ადასტურებენ ცნობას იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძე შვეიცარიულ "ციურიხთან" მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზეა და კლუბში მომავალი წელიწად-ნახევრის მანძილზე იჯარის წესით იასპარეზებს.

alt

ოფიციალურად: ლევან ხარაბაძე "ციურიხის" ფეხბურთელი გახდა

რაც შეეხება ჩისკოს, ის უკვე თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო შტაბის წევრია, თუმცა მისი კონკრეტული პოზიცია ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კლუბის შეკრებამდე ჩატარებულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდება.

თბილისის "დინამო" შეკრებას 24 იანვარს გამართავს.

altთბილისის "დინამო" ჩისკოზე: სიტყვიერი თანხმობა არსებობს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები

alt კიდევ ერთი ქართველი შვეიცარიაში - ლევან ხარაბაძე "ციურიხში" იჯარით?

altესპანელი შემტევი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის რიგებში - ფრან კარბიამ "ხიმნასტიკს" "დინამო" არჩია

მკითხველის კომენტარები / 7 /
Emre
10:01 11-01-2019
0
ჩისკოსთან ყველას კარგი მოგონებები გვაკავშირებს, იმედი გაჩნდა რომ დინამო ბოლო ბოლო ევროტურნირებზე უკეთესად გამოვა ვიდრე ადრე
ალეკსანდრე
18:41 10-01-2019
0

სიახლეები პოპულარული