საჩხერეს "ჩიხურა" დღეს ივანწმინდაში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზდებას შეუდგა.
როგორც იცით, "ჩიხურა" მისმა ლიდერებმა გიორგი გაბედავამ და ირაკლი ბუღრიძემ დატოვეს, გუნდში კი თორნიკე მუმლაძე, ირაკლი კამლაძე, გიორგი კორიფაძე და ბესიკ დეკანოიძე დაბრუნდნენ.
"ჩიხურას" საიტის ცნობით, მათ გარდა გუნდს ბიძინა მახარობლიძე (სიონი) და ოლეგ მამასახლისი (ტორპედო) გააძლიერებენ.
ამ ეტაპზე მწვრთნელის, სოსო ფრუიძის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია:
დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე, შოთა კაშია, დავით მაისაშვილი, ირაკლი კამლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ზურა კაპანაძე, გიორგი კორიფაძე, დემურ ჩიხლაძე, ლევან
თორნიკე მუმლაძე.
"ჩიხურა" გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი გუნდი იყო, არც ევროპა ლიგაზე უასპარეზია ურიგოდ და საინტერესოა, კვლავ შეძლებს თუ არა ფრუიძე ძლიერი გუნდის დაყენებას?