"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?

AutoSharing Option
საჩხერეს "ჩიხურა" დღეს ივანწმინდაში შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზდებას შეუდგა.

როგორც იცით, "ჩიხურა" მისმა ლიდერებმა გიორგი გაბედავამ და ირაკლი ბუღრიძემ დატოვეს, გუნდში კი თორნიკე მუმლაძე, ირაკლი კამლაძე, გიორგი კორიფაძე და ბესიკ დეკანოიძე დაბრუნდნენ.

"ჩიხურას" საიტის ცნობით, მათ გარდა გუნდს ბიძინა მახარობლიძე (სიონი) და ოლეგ მამასახლისი (ტორპედო) გააძლიერებენ.

ამ ეტაპზე მწვრთნელის, სოსო ფრუიძის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია:

დინო ჰამზიჩი, ზურაბ მწყერაშვილი, ავთო კაპანაძე, შოთა კაშია, დავით მაისაშვილი, ირაკლი კამლაძე, ლაშა ჩიკვაიძე, დავით მეგრელიშვილი, რევაზ ჩიტეიშვილი, ზურა კაპანაძე, გიორგი კორიფაძე, დემურ ჩიხლაძე, ლევან
კაკუბავა, ოლეგ მამასახლისი, ბიძინა მახარობლიძე, მიშა სარდალიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ირაკლი ლექვთაძე, დავით იონანიძე, ბესიკ დეკანოიძე,
თორნიკე მუმლაძე.

"ჩიხურა" გასულ სეზონში ეროვნულ ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე თვითმყოფადი გუნდი იყო, არც ევროპა ლიგაზე უასპარეზია ურიგოდ და საინტერესოა, კვლავ შეძლებს თუ არა ფრუიძე ძლიერი გუნდის დაყენებას?

მკითხველის კომენტარები / 6 /
ლიგა 2 ის კალენდარში ნორჩი დინამოს ნაცვლად რატომ არის მერანი, იცის ვინმემ დაიშალა თუ რა ხდება ნორჩ დინამოში? თუ დაიშალა რატომ არ არის სამგურალი რომელმაც მერანზე წინ დაასრულა წინა სეზონი?
სვოი
21:51 10-01-2019
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული