გორის "დილას" თავდამსხმელით ყაზახური, ჩეხური და დანიური კლუბები ინტერესდებიან

AutoSharing Option
როგორც ყაზახური Sports.kz-ი იუწყება, გორის "დილას" უკრაინელ თავდამსხმელ მიკოლა კოვტალიუკს შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ყაზახეთიდანაც აქვს.

"ბევრი წინადადებაა, მაგრამ "დილა" დიდ ფულს ითხოვს. საქართველოში ჩავალ და აგენტთან ერთად კლუბის მენეჯმენტს დაველაპარაკები. გორში დარჩენა აღარ მსურს. საქართველოში ორი წელია ვთამაშობ და მიუხედავად იმისა, რომ "დილასთან" ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მინდა, ბედი სხვა ქვეყნის ჩემპიონატშიც ვცადო.  შემოთავაზებები უკრაინის, ჩეხეთის, დანიის, უნგრეთის, ბელორუსის, სამხრეთ კორეის და ყაზახეთის ჩემპიონატებიდან მაქვს", - განაცხადა უკრაინელმა ფეხბურთელმა.

2018 წლის ეროვნულ ლიგაში მიკოლა კოვტალიუკმა 31 მატჩი ჩაატარა,
სადაც 21 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მოაგროვა.

altგიორგი დეკანოსიძე "დილას" მწვრთნელად დანიშნეს

altლეანდრო რიბეირო "დილადან" "შერიფში" გადავიდა - მერე გვიკვირს, რატომაა საქართველოს ჩემპიონატი დაბალი დონის

altუკრაინულმა საიტმა "დილას" თავდამსხმელი კოვტალიუკი 11 საუკეთესო ლეგიონერს შორის დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისეთს რას ითხოვს,რომ ვერ იხდიან?რაღაც არა მგონია,მაგრამ ყველას იაფად უნდა და საცდელს ეცდებიან.
სოსო
15:17 14-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული