ფოთის "კოლხეთის" ამბები: აზერბაიჯანელი მწვრთნელი და სტადიონის ფოტოები [PHOTO]

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" პრესსამსახურის წარმომადგენლის, გია ეჯიბიას ცნობით, გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

ეჯიბიამ ინფორმაცია "ფეისბუქის" საკუთარი პროფილის მეშვეობით გაავრცელა.

"როგორც ცნობილია, ეროვნული ლიგის 2018 წლის სეზონი წარუმატებელი გამოდგა ჩვენი ქალაქის საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913''-სათვის, რის გამოც გუნდმა დატოვა ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ეშელონი და 2019 წლის სეზონს ეროვნულ ლიგა 2-ში გაატარებს.

ბუნებრივია, შედეგი, რომელიც უარყოფითად იქნა შეფასებული, გუნდში რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებდა, რის გამოც ქალაქის ხელმძღვანელობამ და გასული სეზონის ბოლოს შექმნილმა საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი 1913"-ის განვითარების სამუშაო ჯგუფმა (თავმჯდომარე დავით კუპრეიშვილი) რეფორმებისათვის უკვე გადადგეს
პირველი ნაბიჯები, რაც გუნდში ქართულ ფეხბურთში ცნობადი სპეციალისტების მოწვევით დაიწყო.

გუნდში იმუშავებენ სოსო ფილია და გიორგი კრასოვსკი, რომელთა თანამდებობები გადაწყვეტის პროცესშია და უახლოეს პერიოდში გაჟღერდება. ასევე გუნდში იქნებიან რამდენიმე საფეხბურთო წრეში საკმაოდ ცნობილი სახეები, ხოლო მთავარი მწვრთნელის პოსტზე აზერბაიჯანელი სპეციალისტი ადილ მახმუტოვი იქნა მოწვეული, რომელსაც თავისი ქვეყნის ისეთ წანყვან გუნდებში უმუშავია, როგორებიცაა "ნეფტჩი'', "ინტერი'' და სხვა. მუშაობდა ასევე ირანში და ჩვენი ქვეყნის "გარდაბანში''. გავლილი აქვს სამწვრთნელო კურსები იტალიის ქალაქ მილანში, სადაც 2 წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას.

გუნდი დღეისათვის ჩამოყალიბების პროცესშია და მასში მოახლოებულ ცვლილებებზე გუნდის პრესსამსახური ინფორმაციას უახლოეს დღეებში პერიოდულად მოგაწვდით", - წერს ეჯიბია.

გარდა ამისა, ეჯიბია ფოთის ცენტრალური სტადიონის ფოტოებს ავრცელებს, სადაც ამ დროისთვის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ახალი აშენებულია და რა რეაბილიტაცია უნდა
ვაჰ სოფელო რა შიგან ხარ...
22:25 18-01-2019
0
ბათუმი ღმერთმა გისმინოს მაგრამ ფოთის კოლხეთი რა როლს თამაშობდა ევროპულ ფეხბურთში მე მზგავსი არაფელი მახსოვს და საერთოდ ქართული.კლუბები. თბილისის დინამო 81 მერე. აქ სამოყვარულო ლიგისთვის ვერ აკეთებენ გუნდებს და რა ევროპაზეა საუბარი
გოგა
20:00 18-01-2019
0

სიახლეები პოპულარული