"საბურთალოს" ვებგვერდმა გუნდის ახალწვეულ შემტევ ნახევარმცველ ინტერს გის ინტერვიუ ჩამოართვა.
კოტ დ’იუარელი ფეხბურთელი ინტერს გი რამდენიმე კვირის წინ ჩაირიცხა დედაქალაქელთა შემადგენლობაში. მიუხედავად ამისა, მან უკვე მოასწრო სადებიუტო გოლის გატანა – “ნაპრედაკის” კარში მესამე ბურთი გაიტანა და თავისი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში. ჩვენი კლუბის ლეგიონერს რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
– როგორ შეეწყვეთ “საბურთალოს”?
– “საბურთალო” კარგი კლუბი, რომ იყო – ვიცოდი. საქართველოში გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და მეტ-ნაკლებად ქართულ კლუბებზე მაქვს წარმოდგენა. გუნდში იდეალური ატმოსფერო დამხვდა, ნამდვილად ყველა თავის საქმის პროფესიონალია. დაახლოებით ორი
კვირაა, რაც კლუბში ვირიცხები და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ორი წელია “საბურთალოში” ვთამაშობ.
– “საბურთალო” კარგი კლუბი, რომ იყო – ვიცოდი. საქართველოში გარკვეული პერიოდი ვცხოვრობდი და მეტ-ნაკლებად ქართულ კლუბებზე მაქვს წარმოდგენა. გუნდში იდეალური ატმოსფერო დამხვდა, ნამდვილად ყველა თავის საქმის პროფესიონალია. დაახლოებით ორი
– “საბურთალო” ტექნიკური ფეხბურთის მიმდევარია. ვარჯიშებთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?
– “საბურთალო” გემოვნებიან ფეხბურთს თამაშობს. სწორედ, ეს ის სათამაშო სტილია, რომელიც მიყვარს. ფეხბურთს უხდება სანახაობრივი თამაში – ლამაზი კომბინაციები, სწრაფი შეტევა, გატანილი ბურთები.

– რამდენიმე კლუბში გითამაშიათ. რას გამოარჩევდით “საბურთალოში”?
– “საბურთალო” პროგრესირებადი და ამბიციური კლუბია. გუნდი ყოველწლიურად წინ მიიწევს. ეს შედეგი უბრალოდ არ მოდის. ჩანს, რომ სწორად მუშაობენ, როგორც კლუბის ხელმძღვანელები, ასევე მწვრთნელები.

– რა იცოდით “საბურთალოს” შესახებ?
– ვიცოდი, რომ კლუბს ჰყავს აკადემია, იქიდან საუკეთესო და წარმატებული ფეხბურთელები კი თამაშობენ დუბლებში, შემდეგ კი მთავარ გუნდში.

– “საბურთალოში” სადებიუტო გოლს როგორ გაიხსენებთ?
– მართალია, ამხანაგური მატჩი იყო, მაგრამ გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. თუმცა, ეს თანაგუნდელების დახმარებით მოხდა – ჩემამდე ბურთი რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ მოვიდა, მე საბოლოო დარტყმა გავაკეთა და ისე გავიტანე. იმედი მაქვს, “საბურთალოს” მაისურით კიდევ ბევრ ბურთს გავიტან.

– თურქეთში შეკრებაზე “საბურთალომ” ორი ამხანაგური მატჩი გამართა. რას იტყვით ჩატარებულ შეხვედრებზე?
– რუმინეთის “ვიტორულთან” მატჩი უფრო რთული იყო, ვიდრე სერბეთის “ნაპრედაკთან”. მეორე შეხვედრაში ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მეტოქე. ორივე სპარინგ-მატჩი აგრესიული გამოვიდა. სწორედ, ასეთ ფეხბურთს თამაშობენ ევროპაში.

– რას გეგმავთ “საბურთალოსთან” ერთად?
– მინდა, რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო – სუპერთასი, ქვეყნის თასი, ჩემპიონობა. იმედი მაქვს, ჩემი თამაშით დავეხმარები გუნდს მიზნების მიღწევაში, როგორც საქართველოს ჩემპიონატში, ასევე ევროტურნირებზე.

– ეროვნულ ჩემპიონატში ერთი წლის წინაც თამაშობდით. რა მოგწონთ საქართველოში?
– თბილისი ლამაზი და კარგი ქალაქია, ძალიან მომწონს აქაური გარემო – პატარა ქუჩები, ისტორიული ადგილები. თბილისი ჩემთვის უცხო არაა. მიხარია, რომ საქართველოში დავბრუნდი. ამ პერიოდში ძალიან შემიყვარდა ლობიო, ხაჭაპური და ხინკალი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად სპორტულ ფორმაში უნდა ვიყო, ნაკლებად ვაგემოვნებ ხაჭაპურსა და ხინკალს.