ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ბათუმის "დინამო" გაძლიერებას განაგრძობს.
აჭარულმა კლუბმა იჯარით დაიმატა "ემპოლის" 22 წლის თავდამსხმელი რომან ჭანტურია.
კონტრაქტის თანახმად ჭანტურია "დინამოში" 2020 წლის ბოლომდე ითამაშებს.
ჭანტურია ადრე "ოლანენსეში", "პრატოში", თბილისის "ლოკომოტივსა" და მალტის "ატლეტიკში" ასპარეზობდა.
ის საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო.