რამდენი მლნ ლარი მიიღეს და რაში დახარჯეს ეროვნული ლიგის კლუბებმა - 2018 წლის ანგარიში

AutoSharing Option
ფოტო: eliga.ge

ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის "ფეისბუქგვერდმა" 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ფონდმა კლუბებისთვის საბაზისო და სტიმულირების კალათიდან გადარიცხული თანხების, 2018 წელს გამომუშავებული საპრემიო და საპრიზო თანხების და ასევე სხვა განხორციელებული და დაფინანსებული პროექტების ანგარიში წარადგინა.

სულ ფონდიდან ამ ყველაფერზე 36 592 997 ლარი გამოიყო.

ამ თანხიდან ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ეროვნული ლიგა 3-ის და რეგიონ-ლიგის კლუბებმა ჯამში მიიღეს:

საბაზისო დაფინანსება - 20 747 212 ლარი
სტიმულირება - 7 455 793 ლარი
პრემიალურები - 5 955 951 ლარი

საგანმანათლებლო
პროექტებისა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის ფონდმა 2 496 804 ლარი გამოჰყო. ამის შესახებ დეტალურად ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით, ახლა კი კლუბების მიერ მიღებული თანხების ხარჯვის ტენდენციებს გაგაცნობთ.

საბაზისო, სტიმულირების და პრემიალური თანხების დიდ ნაწილს კლუბები შრომის ანაზღაურებასა და პრემიების გაცემაში ხარჯავენ. 

ინფორმაციის მოცულობა საკმაოდ დიდია. ამიტომ ჯერ ეროვნული ლიგის კლუბების მიღებული თანხების განხილვით დავიწყოთ:

ეროვნული ლიგის თითოეულმა კლუბმა საბაზისო დაფინანსებიდან 900 ათასი ლარი მიიღო, რამაც ჯამში 9 მლნ ლარი შეადგინა.

Sportall.Ge

ამ ფოტოდან ჩანს, თუ რაში დახარჯეს კლუბებმა ფონდისგან მიღებული 9 000 000 ლარი. სამწუხაროა, რომ ათივე კლუბმა, საერთო ჯამში, სარეკლამო საქმიანობისთვის 1 841 ლარი დახარჯა, ანუ კლუბები საკუთარი თავისა და ბრენდის რეკლამირებას არ აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ფონდისგან მიცემული ფულით ამას არ აკეთებენ. ანუ შესაძლოა, ამას თავისი ფულიდან აკეთებენ, მაგრამ საეჭვოა.

ერთ კითხვას დავუსვამ ჩვენს მკითხველს: საიდან იღებთ ინფორმაციას ქართული ფეხბურთის შესახებ? ნაკრებზე, ლეგიონერებზე, კლუბზე და ა.შ.?

სტიმულირების დაფინანსებიდან კლუბებმა შემდეგი თანხები მიიღეს:

ტორპედო - 897 070.42 ლარი
საბურთალო - 737 500
ლოკომოტივი - 737 500
დინამო (თბ) - 733 512.50
დილა - 509 467.52
რუსთავი - 489 187.50
კოლხეთი - 358 150.59
სიონი - 297 025.92
ჩიხურა -  286 860
სამტრედია -  111 758

ჯამი: 5 158 032 ლარი

ფონდის ინფორმაციით, სტიმულირების თანხა განსაზღვრულია ლიგების შესაბამისად, დადგენილი მაქსიმალური ჭერის მიხედვით. 2019 წელს სტიმულირების ჭერი 700 000 ლარს შეადგენს, 2018-ში კი - 600 000-ს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემულ თანხებში ასახულია ის თანხებიც, რომლებიც კლუბებმა მიიღეს 2017 წელს კლუბში განხორცილებული ინვესტიციის დარჩენილი სტიმულირების ნაწილი და ასევე 2018 წელს კლუბში განხორცილებული ინვესტიციის სტიმულირების ნაწილი.

ფონდის ცნობით, გარკვეულ კლუბებს 2018 წელს მოზიდული თანხების აუდიტი არ წარმოუდგენიათ.

აგრეთვე, რამდენიმე კლუბის მიერ განხორციელებულია იმაზე მეტი ინვესტიცია, ვიდრე სტიმულირების ჭერით არის განსაზღვრული. ამიტომ ფონდის მიერ გაცემული სტიმულირება ზუსტად არ ასახავს კლუბების მიერ განხორციელბულ ინვესტიციას.

Sportall.Ge
აქ წარმოდგენილია, რაში დახარჯა ჯამში ყველა კლუბმა (ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, ეროვნული ლიგა 3 და რეგიონ-ლიგა) ფონდისგან მიღებული სტიმულირების დაფინანსებიდან

პრემიალური დაფინანსებიდან კლუბებმა შემდეგი თანხები მიიღეს:

საბურთალო - 825 500 ლარი
ტორპედო -   708 500
დინამო (თბ) - 689 000
ჩიხურა -  435 500
დილა - 428 000
ლოკომოტივი -  292 000
რუსთავი - 254 500
სიონი - 205 500
სამტრედია -  148 500 
კოლხეთი - 132 000

ჯამში: 3 838 499

ეროვნულ ლიგაში ყოველი მატჩის მოგებისთვის კლუბი 20 000 ლარს გამოიმუშავებდა, ხოლო ფრისთვის - 6 500 ლარს. გარდა ამისა, თანხა გამოიყო ეროვნული ლიგის პრიზიორებისთვისაც.

დამატებით საპრიზო თანხა ეროვნული ლიგის პრიზიორებზე:

I ადგილი - 300 000 ლარი
II ადგილი - 200 000 ლარი
III ადგილი - 100 000 ლარი

ამას დაემატა დავით ყიფიანის თასის გათამაშებაში 1/16-ფინალის შემდეგ გადალახულ ეტაპებისთვის გამოყოფილი თანხა. ყოველ ეტაპზე საპრიზო ფონდი 10 000 ლარს შეადგენდა და ამასთანავე, გადალახული ეტაპების გარდა, ჩემპიონმა დამატებით 60 000 ლარი მიიღო. ხოლო სუპერთასის გამარჯვებულმა 50 000 ლარი.

Sportall.Ge
აქ წარმოდგენილია, რაში დახარჯა ჯამში ყველა კლუბმა (ეროვნული ლიგა, ეროვნული ლიგა 2, ეროვნული ლიგა 3 და რეგიონ-ლიგა) ფონდისგან მიღებული პრემიალური დაფინანსებიდან

რაც უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე მეტი ფონდისგან ქუთაისის "ტორპედომ" მიიღო და ამ თანხამ 2 505 570 ლარი შეადგინა. საქმე იმაშია, რომ "ტორპედომ" ინვესტიციების მაჩვენებელში მეტი თანხა მიიღო ფონდისგან.

მთლიანი სურათი კი ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

ქვემოთ მოცემულ სურათში კი ნახავთ, რაში დახარჯა კონკრეტულად თითოეულმა კლუბმა ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა.

Sportall.Ge
Sportall.Ge
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 7 /
ქვეყანაში, სადაც შიმშილის პირას მდგომი ბავშვები გვყავს ათიათასობით, აღნიშნული ქმედებები ცალსახად უარყოფითად აღიქმება. საერთოდაც ამ დაფინანსების მიზნები არც იმდენად ნათელია და დაკონკრეტებული, რომ მისი შედეგები იქნას შეფასებული. რაც რა თქმა უნდა ტოვებს ეფემერული წარმატებების დემაგოგიით, კორუფციული ფლანგვის შენიღბვის შესაძლებლობას. გვყავს პარლამენტარი პრეზიდენტი. რა არის მისი როგორც მმართველისა და კანონონშემოქმედის პრიორიტეტი: ათიათასობით ბავშვი ჯერ უნდა დავაპუროთ, თუ მშივრები პირდაპირ მოედანზე შევუშვათ?დავუშვათ რომ სახელმწიფოს კომპეტენციაა (რაც იმთავითვე კითხვებს აჩენს) ინვესტირება კონკურენტული ნაკრებისა და კომერციულად მომგებიანი ჩემპიონატის ჩამოყალიბებაში. რამდენად არის ის ქვეყნის გადაუდებელ საკითხებში პრიორიტეტი? თუ მაინცდამაინც სპორტის ამ სახეობის შენარჩუნების საკითხი დგას, უფასო საფეხბურთო სკოლები და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნებოდა სრულიად საკმარისი და ადექვატური ქმედება სახელმწიფოს მხრიდან.
amataki
17:18 08-11-2019
1
საზიზღარი სისტემაა!!!!
აბგდ
14:13 21-02-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული