1-ელ მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში "საბურთალომ" ბათუმის "დინამოს" 1:0 მოუგო.
ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა ბათუმის "დინამომ" მედგარი წინააღმდეგობა გაუწია საქართველოს ჩემპიონს, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრის დასასრულს დაისაჯა კიდეც - გოლი შეცვლაზე შესულმა ახალწვეულმა მონტენეგროელმა თავდამსხმელმა როლოვიჩმა გაიტანა.
თბილისი. მიხეილ მესხი
საბურთალო - დინამო (ბათუმი) 1:0
გოლი: როლოვიჩი (80)
საბურთალო (4-3-3): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ), გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გიორგი თევზაძე (ნიკოლოზ მალი 64), ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ანტე გი 73), ბექა გვარაძე, გიორგი დიასამაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გურამ გოშთელიანი (ოგნიენ როლოვიჩი 57)
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
დინამო (4-3-3): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, ვაჟა ფაცაცია, ლაშა ჩალაძე, ბენჟამინ ტეიდი (გიორგი ილურიძე 61), ვალერიან თევდორაძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 74), გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გაბრიელ რამოსი (რომან ჭანტურია 85) , ნიკოლოზ საბანაძე
მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე