ეროვნული ლიგა. I ტური: თბილისის "დინამომ" კაცნაკლულ "ჩიხურას" ლევან შენგელიას დუბლით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 მარტს, ეროვნული ლიგის პირველ ტურში თბილისის "დინამომ" "ჩიხურა" 2:0 დაამარცხა.

33-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა მაისაშვილმა მასპინძელთა თავდამსხმელი კარბია წააქცია და მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. ამის შემდეგ კაცნაკლულმა "ჩიხურამ" ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია მეტოქეს: 43-ე წუთზე შენგელიამ მარჯვენა ფლანგიდან რუხაიას გადაცემულ ბურთს ერთი შეხებით ჰამზიჩის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი, ხოლო მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მან მეორე გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყდა.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 ლევან შენგელია (43), 2:0 ლევან შენგელია (47)
გაძევება: დავით მაისაშვილი (33)

დინამო (4-4-2): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (დმიტრო ივანისენია 57), აკაკი შულაია (ანტონიო როხანო 61), გიორგი პაპავა, ლევან შენგელია, ნიკა ნინუა, ლევან კუტალია (გიორგი ზარია 72), ფრან კარბია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

ჩიხურა (4-4-2): დინო ჰამზიჩი, რევაზ ჩიტეიშვილი (თორნიკე მუმლაძე 57), დავით მაისაშვილი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია (კ), დავით მეგრელიშვილი, ოლეგ მამასახლისი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, ბიძინა მახარობლიძე (ბესო დეკანოიძე 73), ირაკლი ლექვთაძე (დემურ ჩიხლაძე 62), მიშიკო სარდალიშვილი

მთ. მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული