თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი ესპანელი სპეციალისტი ფელის ვისენტე გახდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე გუნდს ზაურ სვანაძე წვრთნიდა.

Sportall.ge კლუბის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ეროვნული ლიგის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას გადაწყვეტილებით, ესპანელი სპეციალისტი გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ვისენტე გუნდს ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ თავიდან ვისენტე "დინამოში" ფიზმომზადების მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა ახლა ის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

ვისენტეს ასისტენტები კი ზაურ სვანაძე და ჩისკო მუნიოსი არიან.

ვისენტეს ფიზმომზადების პოზიციაზე სხვადასხვა დროს "ლეგანესში", "პარლაში",
"ლევანტეში", "ალმერიასა" და ჩინურ "დალიან იფანგში" უმუშავია, ხოლო მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია.

აქვე გეტყვით, რომ თბილისის "დინამომ" ეროვნული ლიგის სტარტზე პირველი მატჩი საჩხერის "ჩიხურას" 2:0 მოუგო, ხოლო მეორე შეხვედრაში ბოლნისის "სიონთან" 1:2 წააგო.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ხო, დაბლოკეთ კომენტარები. კი ბატონო, თქვენ რაც გაწყობთ დავწერ: რომან ფიფია ძალიან მაგარი კაცი ხარ. აბა, რასაც რეალურად ვფიქრობ შენზე აქ არ მაწერინებენ და რა ვქნა?
დინამოელი
10 მარტი 2019 10:09
1
კაი რა რომანა ბიჯო ფიზმომზადების მწვრთნელი მთავარ მწვრთნელად ნახე ბიჯო სადმე ანდალუზიაში ყარაული იქნება ვიმნე და შენ მაგივრად ჩამოიყვანე გეხვეწები რა როგორ შეიძლება ესე ვაბშე გააბანძე გუნდი წადი რა ოხნე ბარე და მოსავალი მოიყვანე
ფანი
09 მარტი 2019 10:30
1
კარგი კაცი იყო თუ ცუდი არ ვიცი კოკაია მაგრამ გუნდი სულ კარგი ყავდა და ევროპულ დონესთან მიახლოებულ ფეხბურთს თამაშობდა ზესტაფონი და გაქციეს ეგ კაცი. შენიანია ჩემიანიათი დაყვეს ფეხბურთი ეს როგორ შეიძლება.
ზუგდიდი
08 მარტი 2019 19:04
1
გეთახმები, ერთი ეგ კაცი იყო ქართულ ფეხბურთში ვინც ნამდვილად ფიქრობდა და შეძლო გუნდის გაკეთება. მარა რათ გვინდა ქვეყანაში ვინმე წარმატებული და თავის საქმის მცოდნე კაცი? ეს ყველგან გვჭირს სამწუხაროდ.
Geo_Dinamo
09 მარტი 2019 08:48
0
ყველა უპატრონო ჩვენ როგორ უნდა გადაგვეკიდოს. ბიჭო რა გახდა ერთი კარგი მწვრთნელი და 5 ან 6 ნორმალური ლეგიონერი ჩვენც გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები და კარგი გუნდი გამოვა. ყველა კლუბზე ვამბობ ამას ვონც უმაღლეშია. ხალხიც მივა საყურებლად ფეხბურთის აბა ეხლა ხლებურთს ვინ უყურებს. ფიფია კი მართლა კაიფობს დინამოთი რა და ფულს შოულობს
ზუგდიდი
08 მარტი 2019 19:00
1
100%-ნი ხარ...რო იძახიან სტადიონები ცარიელაოო აბა ამ გუნდების საყურებლად ვინ მოვა?!აბაევროპის საშუალო დონის ფეხბურთელები მოიყვანონ თუ არ მოვა ხალხიი ,არამარტო მოვლენ არამედ ევროპაზეც გავალთ და წარმატებითაც...
ასევე
08 მარტი 2019 20:10
1
გამოხედვაზე ეტყობა, რომ უძლიერესი სტრატეგი და ტაქტიკოსი იქნება
llcl
08 მარტი 2019 17:04
0
ეჰ აჭრილი ხართ ბ-ნო რომან,ფიზ.მომზადების კაცს რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნავთ აქ უკვე ლაპარაკი ზედმეტია.რა კრიტერიუმით შევარჩიეთ მაინც ხომ ვერ გვეტყვით,მწვრთნელები დაიძინე ასეთი სახელოვანი გუნდისთვის.როგორ არავინ არ უფრთხილდებით გუნდის ღირსებას.არც ძველები,არც .....გრცხვენოდეთ.დინამომ სახელი და ხალხის სიყვარული მოგცათ,თქვენ რა მიეცით?კი თამაში,მაგრამ არის კიდე ესეთი რამ,გუნდის მიმართ პასუხისმგებლობა,როგორც საკუთარი ოჯახისადმი.ნუთუ ასე მშვიდად შეგიძლიათ უყუროთ, თუ როგორ ნადგურდება თქვენი გუნდი.
კახა ქირია
08 მარტი 2019 16:40
0
ალბათ ჩისკოს ლიცენზია არ აქვს და გამოსაჩენად არის უბრალოდ ეს პიროვნება მწვრთნელი))) სინამდვილეში სავარაუდოდ ჩისკო იღებს გადაწყვეტილებებს
Tbiliseli
08 მარტი 2019 16:27
0
ნამდვილად ექსპერიმენტებს ატარებს
ირაკლი
08 მარტი 2019 16:20
0
რომანა თავის სტიქიაშია, ის მაინტერესებს, ეს კიდევ რითი გაგვაკვირვებს :)

ისე არ იქნებოდა ცუდი თუ ამ გუდს ფკ. რომანა ან ფკ. ფიფია-ს თუ გადაარქმევს, თორემ გასკდა უკვე გული!
Tb. Dinamo
08 მარტი 2019 16:18
0
ფიფიამ დინამოში მწვრთნელობა უნდა ასწავლოს ამას? მთავარ მწვრთნელად არც ყოფილა როდისმე და დინამო პილიგონია? ფელიკსობა კი შეეტყო სიონთან წაგებაში. ვერ აღირს ამ დინამოს ვერაგერი სიკეთე ფიფიას ხელში
Geo_Dinamo
08 მარტი 2019 14:55
1

სიახლეები პოპულარული