ეროვნული ლიგა. III ტური: ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამო" სტუმრად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 მარტს, ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "დინამოს" 1:0 მოუგო.

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ ბათუმის "დინამოს" პირველი ორი მატჩი ურიგოდ ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა, ამჯერად კი ზღვისპირელებმა უკეთ იასპარეზეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

სტუმრებმა ანგარიში მე-12 წუთზე გადრანის თავურით გახსნეს. მასპინლები უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ ბათუმელები თავს უნარიანად იცავდნენ, მოწოდების სიმაღლეზე იდგა მათი მეკარე ალავიძე და მიზანსაც მიაღწიეს.

დედაქალაქელებმა კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადეს.

16 მარტს, შემდეგ ტურში ბათუმის "დინამო" "დილას" უმასპიძლებს, ხოლო თბილისის "დინამო"  17 მარტს
"ლოკომოტივს" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა".
დინამო (თბ) - დინამო (ბთ) 0:1
გოლი: გიორგი გადრანი (12)
გაძევება: კიჭი მელიავა (84)

დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, სერხიო ნოჩე, ნოდარ იაშვილი, გიორგი კუხიანიძე (ნიკა ნინუა 60), აკაკი შულაია, დმიტრო ივანისენია (გიორგი ზარია 78), ლევან შენგელია (კ), ანტონიო როხანო (ლევან კუტალია 66), ფრან კარბია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, გიორგი გადრანი, კიჭი მელიავა, მალხაზ გაგოშიძე, ლაშა ჩალაძე, გიული მანჯგალაძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (რატი ცაცკრიალაშვილი 87), გაბრიელ რამოსი, გიორგი ილურიძე (ვალერიან თევდორაძე 46), ნიკოლოზ საბანაძე (თორნიკე გაფრინდაშვილი 72)

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
მკითხველის კომენტარები / 21 /
ვგრძნობ,რომ მოწოდებული ვარ ლიდერობისათვის,მაგრამ არ ვიცი,საით წავუძღვე ხალხს.ატარე აქეთ იქით.
ეს 90-ანი წლების ანეკდოტია,თუმცა მგონია რომ აცილებით უფრო ძველი უნდა იყოს და ჩვენთან შემოიტანეს მაშინ.ფიფიაც იბრძვის,მუშაობს,ხარჯავს,ალბათ იღებს კიდეც,მაგრამ მიზანი არა აქვს ერთი და ეს, ყველაფერს წყალში უყრის.აწყდება აქეთ იქით.არადა, რამდენ რესურსს ხარჯავს.
სოსო
10:23 11-03-2019
0
ბატონო ლევან!მე არ გეკამათებით,უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ აზრს, დინამოს ან სხვა თბილისური გუნდის დამარცხება კი არაა ჩვენთვის ბედნიერება არამედ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა,სხვისი არ ვიცი და ასე იყო მამაჩემისთვის,ასეა ჩემთვის,ჩემი შვილებისთვის და ასე იქნება შვილიშვილებისთვის და ა.შ.მე კიდევ ერთხელ გეუბნებით-არავის ვახვევ ჩემს აზრს,უბრალოდ რამდენიც მეტი იქნება მაყურებელი თეატრში იმდენად მეტად მოინდომებს უნიჭო მსახიობიც კი
fc1923db
09:28 11-03-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული