"საბურთალოს" ლეგიონერი "რუსთავთან" დუბლზე: სასიამოვნო განცდაა

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

"საბურთალოს" რიგებში "რუსთავთან" დუბლის ავტორმა ოგნიენ როლოვიჩმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ, როგორც დაგეგმილი გვქონდა. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ თამაში. მიხარია, რომ საბოლოო ჯამში მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ და უდანაკარგოდ ვაგრძელებთ ასპარეზობას. ვეცდებით, მომავალში გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი და უკეთესი ფეხბურთი ვითამაშოთ.

რაც შეეხება ჩემს გოლებს, გამარჯვებასთან ერთად, ბედნიერი ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე და გუნდის წარმატებაში წვლილი შევიტანე. სასიამოვნო განცდაა", - აღნიშნა მონტენეგროელმა ფორვარდმა.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული