15 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში "საბურთალომ" "ტორპედო" 3:0 დაამარცხა.
მატჩი მასპინძელთა შტურმით დაიწყო და უკვე 26-ე წუთზე 3:0-ს იგებდა. ანგარიში დიასამიძემ გახსნა, მერე შინდაგორიძემ პენალტით მეორედ დალაშქრა კვასხვაძის კარი, ხოლო შემდეგ დიასამიძემ დუბლი შეასრულა.
"ტორპედომ" კი თამაშის გადარჩენა ვერ მოახერხა და ზედიზედ მეორედ დამარცხდა.
"საბურთალომ" ჩემპიონატის სტარტზე მიჯრით მეოთხე მატჩი მოიგო და ერთპიროვნული ლიდერია.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
საბურთალო - ტორპედო 3:0
გოლები: 1:0 გიორგი დიასამიძე (10), 2:0 ლაშა შინდაგორიძე (16, პენ), 3:0 გიორგი დიასამიძე (26)
საბურთალო (4-2-3-1): ომარ მიგინეიშვილი, გაგი მარგველაშვილი (კ), ლუკა ლაკვეხელიანი, გრიგოლ ჩაბრაძე, ლევან კაკუბავა, ლაშა შინდაგორიძე (ვაგნერ გონსალვესი 67), გიორგი დიასამიძე (ელვინ ტერა 77), სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი კოხრეიძე (ინტერს გი 73), ოგნიენ როლოვიჩი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ოლეკსანდრ აზაცკი, ნიკოლა სტიეპოვიჩი (გრიგოლ დოლიძე 59), ლევან გეგეჭკორი, მამუკა კობახიძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური, ნოდარ ქავთარაძე (რიჩარდ ლუკა 73), ამბროსი ჩაჩუა (თორნიკე კაპანაძე 46), გიორგი ქიმაძე, ბუდუ ზივზივაძე
მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
დღეს საბურთალო უკეთესი კლუბია - მენეჯმენტი, მწვრთენელი, სტაფი და ფეხბურთელები - საბურთალო საქართველოს საუკეთესო კლუბია!
აი ფანები და ფანობა ქუთაისის ჯობია (სირცხვილი თბილისელებს).