ეროვნული ლიგა. IV ტური: თბილისის "დინამომ" კაცნაკლულ "ლოკომოტივს" ადვილად მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 მარტს, ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 4:0 დაამარცხა.

37-ე წუთზე მსაჯმა ძებნიაური კარში დარტყმული ბურთის ხელით გამოტანისათვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა "ლოკომოტივმა" წინააღმდეგობა ვერ გაუწია "დინამოს" და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ეს გამარჯვება "დინამოსთვის" მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან იქამდე ზედიზედ ორჯერ დამარცხდა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ლევან კუტალია (38, პენ), 0:2 გიორგი ზარია (38), 0:3 ლევან შენგელია (79, პენ), 0:4 ნიკა ჭანტურია (89, საკ. კარში)
გაძევება: თორნიკე ძებნიაური (37)

ლოკომოტივი (3-1-4-2): დემეტრე
ბულისკერია, ალექსანდრე გურეშიძე, ნიკა ჭანტურია, დავით უბილავა (კ), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (ზურიკო დავითაშვილი 63), თორნიკე ძებნიაური, თორნიკე კირკიტაძე, რატი არდაზიშვილი (ლუკა კიკაბიძე 83), დავით ჯიქია (ოთარ კობახიძე 55), ირაკლი სიხარულიძე

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

დინამო (თბ) (4-4-2): ხოსე პერალესი, გუჯა რუხაია (კ), ვიქტორ მონხილი, აბდელ მეჯუბი, ნოდარ იაშვილი, გიორგი ზარია (ბაქარ ქარდავა 67), აკაკი შულაია (ფრან კარბია 49), გიორგი პაპავა, დმიტრო ივანისენია, ლევან შენგელია (ანტონიო როხანო 80), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული