დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ფოტო: fcsioni.ge

29 წლის ქართველი ფეხბურთელი დავით თარგამაძე ბოლნისის "სიონის" ფეხბურთელი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

ფეხბურთელმა ბოლნისურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შემტევი ნახევარმცველი "სიონის" რიგებში 20-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

თარგამაძე, რომელიც გასულ სეზონში "საბურთალოში" გამოდიოდა, შემდეგ კი უკრაინას მიაშურა, სადაც კიევის "არსენალში" უნდა ჩარიცხულიყო, თუმცა უკრაინულმა კლუბმა ფეხბურთელი ვერ დაარეგისტრირა.

დავით თარგამაძეს ეროვნულ ნაკრების მაისური 19-ჯერ აქვს მორგებული. იგი "საბურთალომდე" უკრაინული "ოლექსანდრიას" ღირსებას იცავდა, ხოლო იქამდე სხვადასხვა დროს "მარიუპოლში", "შახტარსა" და "ფრაიბურგში" უთამაშია.

აქვე გეტყვით, რომ "სიონი"
ეროვნულ ლიგაში 4 ტურის შემდეგ 7 ქულით მეორე ადგილზეა და პირველადგილოსან "საბურთალოს" 5 ქულით ჩამორჩება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
სიგარეტი გადააგდო?
ბიძგვინა
21 მარტი 2019 23:12
1
აბა ნაკრები გელოდება დავით და შენ იცი ნაკრებში უნდა დამკვიდრდე ისევ
ბესო
21 მარტი 2019 20:17
7

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2019
#
გუნდი
21
13
2
6
16
41
21
12
3
6
12
39
21
10
4
7
9
34
21
6
9
6
6
27
21
7
4
10
-2
25
21
6
4
11
-29
22
21
4
7
10
-12
19
21
4
3
14
-16
15