23 წლის ნახევარმცველი გიორგი გოროზია თბილისის "ლოკომოტივში" დაბრუნდა - ამის შესახებ ინფორმაციას რკინიგზული კლუბის საიტი ავრცელებს.
"ლოკომ" გოროზიას კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.
გოროზია ბოლოს ფინურ "როპსიში" ასპარეზობდა, რომლის რიგებშიც 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე გიორგი მალტური "ჰიბერნიანის" ღირსებას იცავდა.
გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა
გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...