"მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, მეორე და მესამე ადგილი არ განიხილება" - გიორგი დიასამიძე "დინამოსთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
ფოტო: eliga.ge

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგა ბრუნდება. ტურის ცენტრალური მატჩი 31 მარტს გაიმართება, სადაც "დინამო" თბილისურ დერბიში მოქმედ ჩემპიონ "საბურთალოს" მიიღებს.

"საბურთალო" ოთხი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ, 12 ქულით ცხრილის სათავეშია, რაშიც ერთ-ერთი მთავარი როლი 26 წლის ნახევარმცველს, გიორგი დიასამიძეს მიუძღვის, რომელმაც უკვე 2 გოლის და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო, წინა მატჩში კი "ტორპედოს" კარში დუბლის ავტორი გახდა.

Sportall.ge პრინციპული დაპირისპირების წინ გიორგი დიასამიძეს დაუკავშირდა, რომელსაც მოახლოებული მატჩისა და მიზნების შესახებ კომენტარი სთხოვა:

"თბილისის "დინამო" კარგი გუნდია, წელს ამ ჩემპიონატის
ერთ-ერთი ფავორიტია. ვფიქრობ, რომ რთული მატჩი გველოდება. რთულია, ოთხი გამარჯვების შემდეგ კიდევ გაიმარჯვო, თან გასვლითი მატჩია და "დინამო" ყველაფერს გააკეთებს მოსაგებად, თუმცა ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ და მოსაგებად ვითამაშეთ.

ქუთაისის "ტორპედოსთან" ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, სწრაფი გოლები გავიტანეთ. მეკარის შეცდომით, თუმცა მაინც კარგი გოლი გამოვიდა, 25-ე წუთამდე კი კიდევ ორი გოლი გავიტანეთ. მწვრთნელისგანაც მივიღეთ დავალება, რომ ისევ ისეთი ძალებით აღარ შეგვეტია და შეგვენარჩუნება ანგარიში და ეს დავალება შევასრულეთ.

მთავარი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა, მეორე და მესამე ადგილი არც განიხილება. ჯერჯერობით მხოლოდ შიდა ჩემპიონატზე ვართ ორიენტირებულები, მაგრამ ევროტურნირებთან დაკავშირებითაც გვაქვს გეგმები", - უთხრა გიორგი დიასამიძემ Sportall.ge-ს.

თბილისის "დინამოსა" და "საბურთალოს" მატჩი 31 მარტს, 16:00 საათზე "დინამო არენაზე" დაიწყება.

შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული