31 მარტს ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფი "რუსთავი" ქუთაისის "ტორპედოს" სამტრედიაში ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. 30-ე წუთზე ანგარიში ქუთაისელთა მცველმა ოლექსანდრ აზაცკიმ გახსნა, 54-ე წუთზე კი "ტორპედოელთა" უპირატესობა ორამდე თორნიკე კაპანაძემ გაზარდა.
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
ტორპედო - რუსთავი 2:0
გოლები: 1:0 აზაცკი (30), 2:0 კაპანაძე (57)
ტორპედო (4-5-1): როინ კვასხვაძე, მათე ცინცაძე, მერაბ გიგაური (88 ანრი ჭიჭინაძე), ნოდარ ქავთარაძე, თორნიკე კაპანაძე (70 ბუდუ ზივზივაძე), ოლეკსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გრიგოლ დოლიძე, გიორგი ქიმაძე, მამუკა კობახიძე, რიჩარდ ლუკა (54 ამბროსი ჩაჩუა).
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე (46 ლაჩა ქოჩლაძე), სოსლან ტაკულოვი, ლუკა გადრანი, პაპუნა ფონიავა (70 ავთანდილ გუჯაბიძე), ზურაბ ჯაფიაშვილი (79 თემურ ჩოგაძე), ლუკა სილაგაძე, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე, ფარხად გისტაროვი, ნიკოლაი ყიფიანი.
მთავარი მწვრთნელი: ბადრი კვარაცხელია